გია აბაშიძე: საქართველოს თავისუფალ მედიაზე, POSTV-სა და "იმედზე“ თავდასხმა თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 25 თებერვალი 2026, 16:15

ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ტარდება შიდა SWOT- ანალიზი (ძლიერი, დადებითი მხარეები vs რისკები, საფრთხეები). ბრიტანეთის მთავრობას საღად მოაზროვნე ანალიტიკოსები ურჩევდნენ, რომ "პოსტივისა" და "იმედის" დასანქცირება უკუშედეგიანი და ბრიტანეთის ინტერესებისთვის საზიანოა, მაგრამ ჩლუნგი მაღალჩინოსნების შემთხვევაში საღი აზრი გაფლანგულია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

აბაშიძის შეფასებით, ჰიბრიდული დაუფარავი ომის მორიგ შეტევისადმი, საქართველოს ჯანსაღი საზოგადოება რეზისტენტული და ერთიანია.

„ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ტარდება შიდა SWOT- ანალიზი (ძლიერი, დადებითი მხარეები vs რისკები, საფრთხეები). ბრიტანეთის მთავრობას საღად მოაზროვნე ანალიტიკოსები ურჩევდნენ, რომ "პოსტივისა" და "იმედის" დასანქცირება უკუშედეგიანი და ბრიტანეთის ინტერესებისთვის საზიანოა, მაგრამ ჩლუნგი მაღალჩინოსნების შემთხვევაში საღი აზრი გაფლანგულია.

საქართველოს თავისუფალ მედიაზე, "პოსტივიზე" და "იმედზე" თავდასხმა თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა, როგორც ბრიტანეთში პენსიონერის დაკავება სოცმედიაში პრემიერის კრიტიკის გამო. ეს აქ ვერანაირად გავა, Whitehall-ის (ბრიტანეთის ბიუროკრატია) ჩინოსნებო, ანალიტიკოსებს დაუჯერეთ, რადგან უკვე "აფეთქდით" "პიარულად".

ჰიბრიდული დაუფარავი ომის მორიგ შეტევისადმი კი, საქართველოს ჯანსაღი საზოგადოება რეზისტენტული და ერთიანია.“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი