თამთა მეგრელიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ მიმართ გამოყენებული ბრძოლის მეთოდი, ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 25 თებერვალი 2026, 16:19

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება „იმედზე“ და „პოსტივიზე“ შეფასებულ უნდა იქნას, როგორც თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმა - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, დანაშაულია შექმნა გარემო, რათა ჩაახშო მართალი სიტყვა და ამით დაუპირისპირდე მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელსაც, გარე ნაკარნახევი დირექტივებით გაჯერებული ინფორმაციის მიმღებლობა არ აქვს და საკუთარ არჩევანს ტელეკომპანია ,,იმედსა“ და ,,პოსტივიზე“ აკეთებს.

„დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება „იმედზე“ და „პოსტივიზე“ -ზე შეფასებულ უნდა იქნას, როგორც თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმა.

აღნიშნული ორი არხის მიმართ გამოყენებული ბრძოლის მეთოდი, ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია, რათა ჩაახშონ სიმართლე და დაამკვიდრონ პროპაგანდა.

უხერხულია თავს ესხმოდე და ასანქცირებდე თავისუფალ მედიას, რომელსაც, მოსახლეობის 40% - იანი ნდობა აქვს და ამას ობიექტური კრიტერიუმებით ვერ ამართლებდე.

დანაშაულია, შექმნა გარემო, რათა ჩაახშო მართალი სიტყვა და ამით დაუპირისპირდე მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელსაც, გარე ნაკარნახევი დირექტივებით გაჯერებული ინფორმაციის მიმღებლობა არ აქვს და საკუთარ არჩევანს ტელეკომპანია ,,იმედსა“ და ,,პოსტივიზე“ აკეთებს.

დაწესებული სანქციები, არის თავდასხმა თავისუფალ ქართულ მედიაზე და ამ თავდასხმის მიზანია თავისუფალი სიტყვის ჩახშობა.

სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ურჩევნია, საკუთარი პრობლემებს გადახედოს და საკუთარი სტატუსი და სიტყვის ფასი უფრო სერიოზულად აღიქვას.
დიდმა ბრიტანეთმა ამ სანქციის ფარგლებში დაკარგა მორალური უფლება, ისაუბროს დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე და სიტყვის თავისუფლებაზე იმ ხარისხში, რა ხარისხშიც ის აქამდე საუბრობდა.
არავის აქვს უფლება, ქართველი ხალხის ნებასა და ინფორმაციის მიღების თავისუფალ არჩევანზე გავლენა მოახდინოს, დააწესოს გარედან ნაკარნახევი შეზღუდვები ან განსაზღვროს, რომელი მედიაა მისაღები და რომელი არა“, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი