პრემიერი: რადიკალების უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს, რა გასაკვირია, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ პროცესის შეჩერებას - ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 28 თებერვალი 2026, 11:39

მართალია, სუბიექტური ვართ, მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე გამართულმა დებატებმა მკაფიოდ წარმოაჩინა მმართველი გუნდის აშკარა უპირატესობა ოპონენტების მიმართ როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ქართულ ტელევიზიებში დებატების განახლების შემდეგ მიღებული შედეგით, ადგილობრივი აგენტურა და მათი უცხოელი პატრონები შეშფოთდნენ, რასაც მათი ქმედებები და ერთიანი „მესიჯბოქსიც“ ადასტურებს.

პრემიერის თქმით, ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ტელეკომპანიის მიმართ, ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ.

„ბუნებრივია, ამ შედეგით შეშფოთდნენ ადგილობრივი უცხოური აგენტურა და მათი უცხოელი პატრონები. მათ შფოთვას ისიც ადასტურებს, რომ რადიკალების უდიდესი უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს. ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ იმ პროცესის ხელოვნურად შეჩერებას, რომელმაც, საბოლოოდ, საზოგადოება მეტ კონსოლიდაციამდე და უკეთეს ინფორმირებამდე უნდა მიიყვანოს.

ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ.“ - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი