აბაშიძე: მმართველი გუნდის რადიკალებთან ტელედისკუსიამ აჩვენა აგენტოკრატიის ვასალების უშინაარსო აგიტატორობა. ამას ვერ მოითმენდნენ „დიფ სთეითის" აქტორები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
185 28 თებერვალი 2026, 14:29

ბრიტანეთის გაუგონარი თავდასხმა თავისუფალ ქართულ ტელემედიაზე დებატების ჩაშლისკენ მიმართული ქმედებაცაა, რადგან პოლარიზაცია და დესტაბილიზაცია არაკეთილმოსურნეების ინტერესებშია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საქართველოს მშვიდობიანი განვითარების კურსი, ეკონომიკური წინსვლა, პოლიტიკური ველის გასუფთავება ექსტრემისტული ელემენტებისგან, საზოგადოების მეტი კონსოლიდაცია და ინფორმირებულობა ეწინააღმდეგება ნეოკოლონიალისტების დღის წესრიგს.

„ბრიტანეთის გაუგონარი თავდასხმა თავისუფალ ქართულ ტელემედიაზე დებატების ჩაშლისკენ მიმართული ქმედებაცაა, რადგან პოლარიზაცია და დესტაბილიზაცია არაკეთილმოსურნეების ინტერესებშია. მშვიდობიანი განვითარების კურსი, ეკონომიკური წინსვლა, პოლიტიკური ველის გასუფთავება ექსტრემისტული ელემენტებისგან, საზოგადოების მეტი კონსოლიდაცია და ინფორმირებულობა ეწინააღმდეგება ნეოკოლონიალისტების დღის წესრიგს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების რადიკალებთან რამდენიმე ტელედისკუსიამ აჩვენა - "ქართული ოცნების" მართებულობა რეფორმების განხორციელებაში და აგენტოკრატიის ვასალების უშინაარსო აგიტატორობა. ამას ვერ მოითმენდნენ "დიფ სთეითის" აქტორები. საჭირო გახდა პროცესის ხელოვნურად და უხეშად შეჩერება.

ორკესტრირებულად ჩაირთო უსამშობლოების საერთო "მესიჯბოქსი", რომლის მიხედვით, ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებენ.

"ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული", - მართებულად აფასებს ლონდონის ამ ნაბიჯს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

რასაკვირველია, წინა პერიოდებისგან განსხვავებით, დღევანდელი ვითარება განსხვავებულია, ჩვენი საზოგადოებაც და მისი რჩეული პოლიტიკური ძალაც გაცილებით ძლიერნი არიან და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არ დაუშვებენ.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით.“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი