ქართველიშვილი: ალი ხამენეის ვაჟის დანიშვნა ირანის ახალ სულიერ ლიდერად - ტრიუმფი კი არა, ირანის ხელისუფლების თეოკრატიული შტოს სისუსტის სიმპტომია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
159 04 მარტი 2026, 10:32

მოკლული აიათოლა ათწლეულების განმავლობაში ამაგრებდა სისტემას პირადი ავტორიტეტით, რევოლუციური ბიოგრაფიითა და საზოგადოებაზე რეალური გავლენით, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ალი ხამენეის ვაჟის ირანის ახალ სულიერ ლიდერად დანიშვნის ფაქტს ეხმიანება.

მისი თქმით, ძალაუფლების ოჯახური ხაზით გადაცემა სახელმწიფოში, რომელიც მონარქიის უარყოფაზე აშენდა, ისლამური რესპუბლიკის ლოგიკის საწინააღმდეგოა და მის საფუძველში გაჩენილ ბზარს ნიშნავს.

„ჯერჯერობით ყველაფერი, რაც ვივარაუდე ბოლო ორი დღის ტელეეთერებში - მართლდება. ალი ხამენეის ვაჟის დანიშვნა ირანის ახალ სულიერ ლიდერად - ტრიუმფი კი არა, ირანის ხელისუფლების თეოკრატიული შტოს სისუსტის სიმპტომია. მოკლული აიათოლა ათწლეულების განმავლობაში ამაგრებდა სისტემას პირადი ავტორიტეტით, რევოლუციური ბიოგრაფიითა და საზოგადოებაზე რეალური გავლენით. ძალაუფლების ოჯახური ხაზით გადაცემა სახელმწიფოში, რომელიც მონარქიის უარყოფაზე აშენდა, თავად ისლამური რესპუბლიკის ლოგიკას ურტყამს. ეს თეოკრატიის გაძლიერება კი არა, მის საფუძველში გაჩენილი ბზარია და რაც უფრო ხმამაღლა ისმის დინასტიური მემკვიდრეობის რიტორიკა, მით უფრო აშკარა ხდება ნამდვილი ლეგიტიმაციის დეფიციტი.

ამიტომ გამართლდება ის, რაც მოგახსენეთ. სულიერი ავტორიტეტის ვაკუუმს გარდაუვლად შეავსებს ძალოვანი ვერტიკალი. ის კონკურენცია, რაც წლების განმავლობაში კულუარებში არსებობდა, სასულიერო ელიტასა და ძალოვან ბლოკს შორის, ახლა ზედაპირზე გამოდის. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გაძლიერება უკვე ჰიპოთეზა აღარ არის, ეს პოლიტიკური ფაქტია. ახალი ლიდერი, რომელსაც წინამორბედის მასშტაბი და წონა არ გააჩნია, ობიექტურად ეყრდნობა არა ქარიზმას, არამედ ძალოვან რესურსს. ხოლო ძალა ყოველთვის ითხოვს გავლენას, გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას და ძალაუფლების გადანაწილებას.

პარადოქსი ის არის, რომ ამგვარი კონფიგურაცია შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის გარკვეულწილად უფრო მოსახერხებელიც კი ხდება, რაზეც ასევე მოგახსენეთ. თეოკრატიასთან დავა დოქტრინების ენაზე მიდის და ეს ჩიხია. ძალოვან კორპორაციასთან საუბარი ინტერესების ენაზე ხდება: გუშაგთა კორპუსი ფიქრობს არა მეტაფიზიკით, არამედ რისკების ბალანსით, რესურსებითა და რეჟიმის გადარჩენით. ეს არის სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია სიმკაცრე, მაგრამ ასევე შეუძლია გააზრებული გათვლა. სწორედ ამიტომ ძალოვანებზე დაყრდნობილი ახალი ირანული ხელისუფლება უფრო გასაგები და გარკვეული თვალსაზრისით, უფრო პროგნოზირებადი პარტნიორი ხდება მოლაპარაკებების პროცესში.

აქედან გამომდინარეობს შემდეგი ეტაპის გარდაუვალობა. ძალის დემონსტრაციის, შიდა კონსოლიდაციისა და მკაცრი საჯარო რიტორიკის შემდეგ, სისტემა აუცილებლად მივა გარიგებამდე. არა კაპიტულაციამდე, არამედ მოლაპარაკებამდე. რადგან სწორედ ძალოვანებმა იციან ყველაზე უკეთ, რა ფასი აქვს გაწელილ ომს და ეკონომიკურ ჩახშობას. თეოკრატიული ბირთვის დასუსტება ქაოსს არ ნიშნავს, ეს კონფლიქტის გადატანაა რელიგიურ-იდეოლოგიური სიბრტყიდან გეოპოლიტიკურ სიბრტყეში. ხოლო გეოპოლიტიკა, დოქტრინისგან განსხვავებით, თითქმის ყოველთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან სრულდება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი