ზურაბ ქადაგიძე: ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს - ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 04 მარტი 2026, 13:55
„თუ ბორის ჯონსონსა და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი არ სცოდნიათ,“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისი თქმით, საქართველოში მედიაზე შეტევა ყოველთვის ფასდებოდა, როგორც აგენტურის პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი.

„ბორის ჯონსონის ბოლო განცხადებამ და ყველაზე რეიტინგული  ქართული მედიების - „იმედისა“ და „პოსტვ-ის“ დასანქცირების გამართლებამ, საბოლოოდ გამოაჩინა, თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან. ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ შურისძიებას ჩავარდნილი რევოლუციური სცენარების გამო.

ჯერ იყო 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ გეგმა, რომელიც უსამშობლო ქართველების ხელით უნდა განხორციელებულიყო და სრული კრახით დასრულდა; შემდეგ ვიხილეთ ბიბისის ფეიკ-კამპანია „კამიტით მოწამვლაზე“, რომელმაც საზოგადოებრივი აჟიოტაჟის ნაცვლად მხოლოდ დაცინვა გამოიწვია; და რადგან უუნარო აგენტურამ რევოლუციის მოწყობა ვერ შეძლო, პატრონები გადავიდნენ ღია აგრესიაზე და დაარტყეს სიმართლის წყაროებს, დაასანქცირეს საქართველოში ყველაზე რეიტინგული მედია-საშუალებები.

ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს - ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს. სააკაშვილმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა: 2007 წელს მან „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრითა და დარბევით,  საკუთარი რეჟიმის მორალური საფუძველი აიფეთქა, ხოლო 2012 წელს მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღებითა და ხალხისთვის ინფორმაციის ჩახშობის მცდელობით საბოლოოდ დაუსვა წერტილი თავის მმართველობას. დღეს სააკაშვილის პატრონები იმავე ნაღმზე აბიჯებენ. მათ ჰგონიათ, რომ თუ 2007 წელს ხელკეტებმა არ გაჭრა, 2026 წელს ბრიტანული სანქციები გაჭრის.

ეს არის უდიდესი ილუზია. სიმართლე არ არის საბანკო ანგარიში, რომელსაც ერთი ხელის მოსმით გაყინავ. სიმართლე ხალხის ცნობიერებაშია და რაც უფრო მეტად შეეცდებით მის ბლოკირებას, მით უფრო მძლავრი იქნება საზოგადოების პროტესტი.

თუ ბორის ჯონსონსა და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი არ სცოდნიათ. საქართველოში მედიაზე შეტევა ყოველთვის იყო აგენტურის პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი. 

ბრიტანეთში შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ საქართველოში სიმართლეს ვერასდროს დაასანქცირებთ!“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი