ჯაბა ხუბუა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ: უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ ფიშერისა და ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: ,,მხოლოდ ჩემები"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
163 07 მარტი 2026, 10:47
საინტერესოა, ,,გაძლიერებული შემოწმება" რას ნიშნავს? ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ევროკომისიის რეკომენდაციას,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ.

მისი თქმით, ალბათ, საქართველოს მოქალაქეებს საგანგებოდ შეუმოწმებენ ე.წ. გულის ჯიბეს, არის თუ არა იქ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ერთობლივი ფოტო.

“ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, მათი საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ.

საინტერესოა, ,,გაძლიერებული შემოწმება" რას ნიშნავს?

ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან; 

საგანგებოდ შეგვიმოწმებენ ე.წ. გულის ჯიბეს, გვიდევს თუ არა იქ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ერთობლივი ფოტო, უკანა მხარეს რამე თბილი წარწერით ან ორი, ერთმანეთზე გადაბმული წითელი გულის ემოჯით; 

შეგვაერთებენ სიცრუის დეტექტორზე და დაგვისვამენ ორ საკვანძო კითხვას - გვჯერა თუ არა, რომ მაკრონის ცოლი კაცი არ არის? გვჯერა თუ არა, რომ მერცი პინოქიო არ არის? 

პასუხების მიხედვით, მესაზღვრე გადაწყვეტს, ვართ თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შეშვების ღირსი.

P.S. თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი გერმანიის, საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ პეტერ ფიშერისა და ნინო ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: ,,მხოლოდ ჩემები".” - წერს ხუბუა X -ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი