ზაზა დობორჯგინიძე: ისრაელის საელჩომ მეგობარი ჭირში იცნობაო. შეგახსენებთ, საქართველო რომ ჭირში იყო, ისრაელმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
183 07 მარტი 2026, 17:08

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში 2013 წლით დათარიღებულ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აქვეყნებს, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „უპილოტო საფრენი აპარატების კოდები, რომლებიც მისმა მთავრობამ ისრაელისგან რუსეთთან ომის წინ შეიძინა, ცნობილი გახდა „მოწინააღმდეგისთვის“.

ამით დობორჯგინიძე საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეგობრობა „განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს“.

„ისრაელის საელჩომ მეგობარი ჭირში იცნობაო. შეგახსენებთ, საქართველო რომ ჭირში იყო, რა გააკეთა ისრაელმა:
სააკაშვილი: ისრაელისგან ნაყიდი უპილოტო საფრენი აპარატების კოდები ცნობილი გახდა რუსეთისთვის.
მას შემდეგ, რაც WikiLeaks-მა ჰაკერების მიერ მოპოვებული ამერიკული ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის ელექტრონული წერილების გამოქვეყნება დაიწყო, გაჩნდა ბრალდებები, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც საქართველომ ისრაელისგან შეიძინა, მას შემდეგ შეექმნა საფრთხე, რაც ისრაელმა და რუსეთმა ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალეს, კერძოდ კი, ისრაელმა რუსეთს ამ უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა, რაც მათი მართვის სისტემაში შეღწევადობას უზრუნველყოფდა; საპასუხოდ კი რუსეთმა ისრაელს ირანის Tor-M1–ის კოდები გადასცა.
კომენტარები ჯერ არ არის
იყავით პირველი, ვინც კომენტარს დატოვებს“, - წერს ზაზა დობორჯგინიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი