თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე: მეგობრობა ის იქნებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს მტერთან, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა რომ არ დაეწყო და მათი ჯარის მოდერნიზაციაში არ დახმარებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
183 07 მარტი 2026, 17:21

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც წერია, რომ „მეგობარი რთულ დროში გამოიცდება“.

მეგრელიშვილი იხსენებს, 2008 წლის აგვისტო ომის დროს ისრაელის მიერ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობას და აცხადებს, რომ სწორედ ის იქნებოდა ქართულ-ებრაული მეგობრობა ისინი რუსეთს რომ არ დახმარებოდნენ.

„ისრაელის საელჩოს განცხადება შემხვდა, სადაც თითქოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ საყვედურის ტონი იგრძნობოდა. განცხადებაში ეწერა, რომ მეგობრები რთულ პერიოდში შეიცნობიანო, ამას ხელისუფლება, ალბათ, არ გააკეთებს, მე კი ნამდვილად შემიძლია ვუთხრა ჩვენს მეგობარ ისრაელს - მეგობრობა ის იქნებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს მტერთან, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა რომ არ დაეწყო და მათი ჯარის მოდერნიზაციაში არ დახმარებოდა, აი ეგ იქნებოდა ნამდვილი მეგობრობა. შესახსენებელი და წამოსაძახებელი ჩვენ უფრო ბევრი გვაქვს, ამიტომ, კარგი იქნება თუ თავს დაანებებენ საყვედურით საუბარს,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი