დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის გარშემო ვითარების ნებისმიერი ესკალაცია ავტომატურად საფრთხის ქვეშ აყენებს მთელ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ სისტემას, რომელიც სამხრეთ კავკასიაზე გადის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 08 მარტი 2026, 16:22

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის გარშემო დაძაბულობამ სამწუხაროდ ახალი განზომილება მიიღო, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მხრიდან აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისადმი გაცხადებულ მუქარას ეხმიანება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გარშემო იზრდება გეოპოლიტიკური ტურბულენტობა, თბილისი ინარჩუნებს უსაფრთხო სატრანზიტო პლატფორმის რეპუტაციას, რომლის გავლითაც გადის მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ნაკადები.

„უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის გარშემო დაძაბულობამ სამწუხაროდ ახალი განზომილება მიიღო. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირდაპირი მუქარით მიმართა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას და განაცხადა, რომ თუ ბაქო „თავის ტერიტორიაზე სიონისტების ყოფნას არ მოიშორებს“, ირანი ამას „უპასუხოდ არ დატოვებს“. ეს განცხადებები თითქმის ერთდროულად გავრცელდა იმ ცნობებთან ერთად, რომ თავიდან იქნა აცილებული დივერსიული გეგმა სტრატეგიული ნავთობსადენის წინააღმდეგ („ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი“).

აზერბაიჯანის გარშემო ვითარების ნებისმიერი ესკალაცია ავტომატურად საფრთხის ქვეშ აყენებს მთელ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ სისტემას, რომელიც სამხრეთ კავკასიაზე გადის. საუბარია არა მხოლოდ ენერგეტიკულ მარშრუტებზე, არამედ სტრატეგიულ სატრანსპორტო პროექტზეც - „შუა დერეფანი“ (Middle Corridor), რომელიც ჩინეთს, კასპიის რეგიონს, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს. ამ ჯაჭვის რომელიმე რგოლის დესტაბილიზაცია შეიძლება შეეხოს უზარმაზარ სავაჭრო ნაკადებსა და ინვესტიციებს, რადგან სწორედ ეს მარშრუტი განიხილება დღეს ევრაზიული ლოჯისტიკის ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ გზად.

ამ ფონზე კიდევ ერთხელ და მერამდენედ, განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს საქართველოს მნიშვნელობა, როგორც რეგიონში ერთადერთი სტაბილური და პროგნოზირებადი სივრცის. და ეს ყველაფერი ქვეყნის შიგნით გააქტიურებული "მეხუთე კოლონის", "პოლიტშაჰიდებისა" და პოლიტიკური ტერორისტების მიუხედავად. მაშინ, როდესაც ქვეყნის გარშემო იზრდება გეოპოლიტიკური ტურბულენტობა, თბილისი ინარჩუნებს უსაფრთხო სატრანზიტო პლატფორმის რეპუტაციას, რომლის გავლითაც გადის მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ნაკადები.

რაც უფრო იზრდება დაძაბულობა სამხრეთ კავკასიის ირგვლივ, მით უფრო ნათლად აცნობიერებენ საერთაშორისო მოთამაშეები (პოლიტიკური ტერორის მოსამზადებელი ევროპული ცენტრების გარდა) საქართველოს სტაბილურობის სტრატეგიულ მნიშვნელობას - სწორედ ეს სტაბილურობა უზრუნველყოფს მთელი რეგიონული ლოჯისტიკური არქიტექტურის ფუნქციონირებას.

საქართველოს მზარდი როლის კიდევ ერთი დასტური გახდა გლობალური ავიამარშრუტების გადალაგებაც. ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნისა და რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის ან მაღალი რისკის გამო, მრავალი საერთაშორისო ავიაკომპანია აქტიურად იყენებს სამხრეთ კავკასიის საჰაერო დერეფნებს. შედეგად საქართველოს საჰაერო სივრცე გადაიქცა მნიშვნელოვან სატრანზიტო მარშრუტად ევროპასა და აზიას შორის.

ყოველივე ჩამოთვლილი, არა მხოლოდ აძლიერებს ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო როლს, არამედ ნათლად აჩვენებს მთავარ გეოპოლიტიკურ რეალობასაც: რეგიონული კონფლიქტების ეპოქაში სწორედ სტაბილური სახელმწიფოები იქცევიან მსოფლიო ლოჯისტიკის მთავარ კვანძებად. საქართველოში ამ ვითარების შენარჩუნებაში დღეს დაინტერესებულია აშშ, ევროპის პრაგმატული ნაწილი, ჩინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ცენტრალური აზია და (თქვენ წარმოიდგინეთ) რუსეთიც კი. სწორედ ამიტომ - "ნულოვანი ტოლერანტობა" მეხუთე კოლონის მიმართ. საქართველოს, როგორც რეგიონული "უსაფრთხოების ოაზისის" აფეთქებისკენ დაკავშირებული ღია მოწოდების ნებისმიერ ავტორებს (ელჩების ჩათვლით), სამართლებრივად და სახელმწიფოებრივად, დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი