ზაალ ანჯაფარიძე: გუშინდელმა დებატებმა „რუსთავი-2“-ზე კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ე.წ. ინტელექტუალების დეგრადაციის ახალი დონე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 10 მარტი 2026, 11:06

გუშინდელმა დღემ აჩვენა ოპოზიციის სრული არაადეკვატურობა. წარმომიდგენია რა შთაბეჭდილებას დატოვებდნენ ისინი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებზე, რომლებისთვისაც ისინი მართალია ნაძირლები, მაგრამ „მათიანი ნაძირლები“ არიან, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ოპოზიციამ უარი განუცხადა ხელისუფლებას დიალოგზე, მაგრამ გარედან მხარდაჭერის მიუხედავად, ოპოზიცია არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლებას დიალოგის დასაწყებად პირობები წაუყენოს.

„გუშინდელმა დებატებმა „რუსთავი-2"-ზე კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ე.წ. ინტელექტუალების თუ „ექსპერტების" დეგრადაციის ახალი დონე. არგუმენტირებულ მსჯელობას ვერაფერი დაუპირისპირეს ჩვეულებრივი სიტყვიერი რწყევის გარდა. გუშინდელმა დღემ ასევე აჩვენა ოპოზიციის სრული არაადეკვატურობა. წარმომიდგენია რა შთაბეჭდილებას დატოვებდნენ ისინი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებზე, რომლებისთვისაც ისინი მართალია ნაძირლები, მაგრამ „მათიანი ნაძირლები“ არიან. მათ უარი განუცხადეს ხელისუფლებასთან დიალოგზე.

გარედან მხარდაჭერის მიუხედავად, ოპოზიცია ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლებას დიალოგის დასაწყებად პირობები წაუყენოს. ამას ხედავს ყველა. და ბოლოს, ოპოზიციის ინტელექტუალური დეგრადაციის კაშკაშა მაგალითად გამოდგება ნიკა გვარამიას ნათქვამი - არ ვაპირებ ვინმეს ვუმტკიცო ვინ არა ვარ, არამედ ვაპირებ ვუმტკიცო ვინ ვარო. საზოგადოებას არ სჭირდება იმის მტკიცება თუ ვინ არის ნიკა გვარამია! და როდესაც ამას ვერ ხვდება(ან ხვდება) და ფიქრობს, რომ მისი დაზიანებული VIN-კოდით პოლიტიკაში მაინც იბოგინებს, ესაა სწორედ მისი და მისნაირების პრობლემა ახალ ნაცურ ალიანსში რომ შეიკრიბნენ და ჰგონიათ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს.“ - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი