CNN: აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 10 მარტი 2026, 19:08

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გაეცნენ პენტაგონის მიერ კონგრესისთვის წარდგენილ შეფასებას.

ეს უზარმაზარი თანხა - 5.6 მილიარდი დოლარი - კაპიტოლიუმზე სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სისწრაფით ხარჯავს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მოწინავე შეიარაღების სისტემებს.

მათ შორისაა შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი საბრძოლო მასალები, რომლებიც, როგორც CNN-ი იუწყება, ომის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად გამოიყენებოდა.

აშშ და მისი მოკავშირეები ასევე ხარჯავენ საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად, რომელთა „უზარმაზარი მარაგი“ აქვს თეირანს - განაცხადა არიზონელმა „დემოკრატმა“ სენატორმა, მარკ კელიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
AXIOS: შეერთებულმა შტატებმა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა
საქართველო ხანგძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა
Reuters: ნატოს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის გეგმაში, რომელიც ირანის პორტების ბლოკირებას ითვალისწინებს
ნეთანიაჰუ: ევროპას ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაავიწყდა - იგი კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობასა და ღირებულებებზე
„ფაინენშელ თაიმსი” - ევროკომისიამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოლაპარაკებები პეტერ მადიართან
არქივი