ლიზა გეგეჭკორი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის გაცემულ პასუხზე: რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში ცხვირის ჩაყოფა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 10 მარტი 2026, 20:58

ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოთხოვნაზე, მოენახულებინათ პატიმრები, მათ შორის, მზია ამაღლობელი, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და შს მინისტრის უარს, სოციალურ ქსელში აფასებს.

გეგეჭკორი მადლობას უხდის ირაკლი კობახიძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გეკა გელაძეს, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს დელეგაციის წევრებს, რომ მათი საქმე არ არის საქართველოს საქმეებსა და კანონმდელობაში ცხვირის ჩაყოფა.

“მადლობა პრემიერ-მინისტრსაც, პრეზიდენტსაც და შს მინისტრსაც იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში და მის კანონმდელობაში ცხვირის ჩაყოფა.

ისე, მადლი იქნება ვინმემ ჰკითხოს, მის ქვეყანაში რომ პოლიციელს გაარტყას ვინმემ, რას უზამენ.

მე გეტყვით, ჯერ იქვე ათრევენ დაუნდობლად სქესის განურჩევლად და მერე ციხეს დააშენებენ თავზე.

ვეღარ გაიგეს ამ ჰალსტუხიანმა პეპლებმა, რომ საქართველო სუვენერული და კანონებზე დაფუძნებული ქვეყანაა და ამას ვეღარ შეცვლიან,” - წერს ლიზა გეგეჭკორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი