ქართველიშვილი ეუთოს განცხადებაზე: სულ რაღაც 24 საათში გამოჩნდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო ნაბიჯების მცდელობა რეალობას არ შეესაბამებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 11 მარტი 2026, 18:18

ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში.

ექსპერტის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებმა დაადასტურა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილური და უსაფრთხო პარტნიორია.

„და აი ისიც — პასუხი „ჩელიაბინსკის მექანიზმზე“ და ხმა ტკბილი, „ევროპული“: „არისტოფან! არისტოფან! გეხუმრეთ კაცო!!!“. სულ რაღაც 24 საათში:

ევროკავშირმა — საქართველოს ხსენება არ დამანახოთ სასანქციო სიაში; ან ვის მოუვიდა თავში ჩვენი მკვებავი საიმედო პარტნიორის მისამართით ასეთი უსამართლო მავნებლობის მცდელობა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა: სომხეთიც მოვიარეთ და აზერბაიჯანიცო, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში ტურიზმის თვალსაზრისით მხოლოდ საქართველოა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ამიტომ წელს სარისკოა დუბაიც და (შესაძლოა) თურქეთიც, და მით უმეტეს ისრაელი — ჩადით საქართველოში და დაისვენეთო. ასეთ რეკლამაში რამდენია გადასახდელი? რას ბრძანებთო! თქვენთვის — ყველაფერი უფასოა!

ეუთო: თუ ვინმემ ისევ გაბედა სახელისუფლებო ღობეებზე გადაძრომა — მე მითხარით; თუ ვინმემ ხელისუფლებაზე ისევ იძალადა — „ვატსაპით“ დაგვირეკეთ; თუ ვინმემ პარლამენტის ბოიკოტი განიზრახა და მანდატებზე უარი თქვა — შეაჩვენეთ!

სხვა დანარჩენ შემთხვევაში — დაელოდეთ ოპერატორს, ის მალე გიპასუხებთ. მადლობა ამ მრავალწლიანი მოთმინებისთვის!”—წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი