გიორგი გამსახურდია გეკა გელაძისთვის ოპოზიციური არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებზე: თავიანთი შეთხზული ზღაპრებით ხალხს თვალში აყრიან ნაცარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
218 11 მარტი 2026, 19:49

გიორგი გამსახურდია, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძისთვის ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომელიც გელაძის მეუღლის მამას, ბიზნესმენ ზაურ ელიზბარაშვილს შეეხებოდა, სოციალურ ქსელში აფასებს. გამსახურდიას განცხადებით, ოპოზიცია ისე განულდა, რომ შეთხზული ზღაპრებით ცდილობს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას. მისივე ინფორმაციით, ელიზბარაშვილს, რომელიც „ელიზი ჯგუფის“ ხელმძღვანელია, ბიუჯეტში უკვე რამდენიმე ათეული წელია მილიარდობით ლარი შეაქვს.

„აი ასეთი ე.წ ჟურნალისტები ყავს ამ უდღეურ და ქვეყნის მტერ დესტრუქციულ ძალას. იმდენად განოლდნენ რომ აი ამ სისულელეებით, თითიდან გამოწოვილი, თავიანთი შეთხზული ზღაპრებით ხალხს თვალში აყრიან ნაცარს. ზაურ ელიზბარაშვილს თურმე 2022 წლიდან დაუწყია ბიზნესი ამ იმბეცილებს რომ ჰკითხო.

ზაური 40 წელი ბიზნესშია, ელიზი ჯგუფს, ზაურის თაოსნობით, მილიარდობით ლარი აქვს 4 ათწლეულის მანძილზე ბიუჯეტში გადახდილი. აი იმ წლებში, ესენი და ამათი მამები სამშობლოს რომ ყიდიდნენ მაშინ. კარგად მოუსმინეთ ამ მოაზროვნე ემბრიონს, ჟურნალისტი რომ ქვია, რას კითხულობს და საერთოდ რა ნარატივი უნდა რომ შექმნას ამ თავისი ბოდვებით...“, - წერს გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი