ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 14 მარტი 2026, 18:01

სად იყო ეუთო და მისი „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი, ობოლი ბიჭი ელდარ ქობალია ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს, მისი ცხედარი აფრიკის დასახლებაში, ე.წ. ველის სასაფლაოზე ძაღლივით დამარხეს, მერე კი ბიჭის ნაწამები, დასახიჩრებული ცხედარი სოფელ საბერიოში ბებია-ბაბუას იმ პირობით გადასცეს, რომ ხმას არ ამოიღებდნენ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუა იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის” ჩადენილ დანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ „კიდევ რამდენი ასეთი დანაშაული აქვს ჩადენილი რეჟიმს, მაგრამ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი" მაშინ სირაქლემას პოზაში იდგა - ქვიშაში თუ მიშაში თავჩარგული”.

„სად იყო ეუთო და მისი „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი, ობოლი ბიჭი ელდარ ქობალია ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს, მისი ცხედარი აფრიკის დასახლებაში, ე.წ. ველის სასაფლაოზე ძაღლივით დამარხეს, მერე კი ბიჭის ნაწამები, დასახიჩრებული ცხედარი სოფელ საბერიოში ბებია-ბაბუას იმ პირობით გადასცეს, რომ ხმას არ ამოიღებდნენ.

ან მაშინ სად იყო ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმი“ როცა უდანაშაულო პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯალათურმა ნაცრეჟიმმა წამებით მოკლა და სანამ გაუპატიურების მცდელობისას გული გაუსკდებოდა, მისი არაადამიანური ბღავილი მთელ ციხეს ესმოდა.

რამდენი ასეთი დანაშაული აქვს ჩადენილი ნაცჯალათურ რეჟიმს, მაგრამ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ სირაქლემას პოზაში იდგა - ქვიშაში თუ მიშაში თავჩარგული”, - წერს ხუბუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი