ეს მოაზროვნე ემბრიონი იძახის, ბიძინასთვის ისეთი მნიშვნელოვანია ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, რომ კობახიძესთან გამართა კონსულტაციები - ნამუსი რომ გააჩნდეს, ბიძინას სახელს არ უნდა ახსენებდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
183 15 მარტი 2026, 20:47

ძალიან სუსტი პროპაგანდა აქვთ. აქტორები ხომ პლინტუსს დაბლა, - ასე აფასებს გიორგი გამსახურდია ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, „მოსკოვის მექანიზმის“ გამო, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე დაიბარა.

გამსახურდია, ნინო ჯანგირაშვილს, „მოაზროვნე ემბრიონს“ და „უჩა აბაშიძის ფაილების ფიგურანტს“ უწოდებს. როგორც ის აცხადებს, ჯანგირაშვილს რომ ნამუსი ჰქონდეს, ივანიშვილის სახელს არ უნდა ახსენებდეს.

„აი, ეს მოაზროვნე ემბრიონი იძახის, რომ ბიძინასთვის ისეთი მნიშვნელოვანი არის ე.წ მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, რომ კობახიძესთან გამართა კონსულტაციები. თან საკმაოდ განერვიულებული ყოფილა ბიძინა.

ახლა აქ რა ხდება - ეს უჩა აბაშიძის ფაილების ფიგურანტი, მიყვება რადიკალების ხაზს, ჯერ საჯაროდ რომ არ იყო ცნობილი ე.წ მოსკოვის მექანიზმის დასკვნა და უკვე აპოკალიფსის დაწყებას რომ გვამცნობდნენ.

ისე, ამ ქალს ნამუსის ოდნავი ნატამალიც რომ გააჩნდეს, ბიძინას სახელს საერთოდ არ უნდა ახსენებდეს, მაგრამ ეს და ნამუსი, ვირი და კრიალოსანივით არის“, - წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი