ედიშერ გვენეტაძე: დიახ, თამარ ბაგრატიონი მდაბიო, უსახურ მოღალატეთაგან განსხვავებით ოკეანის გაღმა მიდის არა საქართველოს გასაშავებლად და გასაუბედურებლად, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების გასახმოვანებლად და გასაძლიერებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
166 16 მარტი 2026, 17:18

ძალიან არ სიამოვნებს ე წ. ოპოზიციას, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონას, რომ ვაშინგტონში, აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით საქართველოს პირველი ლედი, პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მიბრძანდება გლობალურ სამიტზე: „ერთად უკეთესი მომავლისათვის“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

მისივე თქმით, თამარ ბაგრატიონი უსახურ მოღალატეთაგან განსხვავებით ოკეანის გაღმა მიდის არა საქართველოს გასაშავებლად და გასაუბედურებლად, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების გასახმოვანებლად და გასაძლიერებლად.

„ძალიან არ სიამოვნებს ე წ. ოპოზიციას, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონას, რომ ვაშინგტონში, აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით საქართველოს პირველი ლედი, პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მიბრძანდება გლობალურ სამიტზე: „ერთად უკეთესი მომავლისათვის“.
არ მოგესმათ!

დიახ, თამარ ბაგრატიონი ზოგიერთ მაგალითად ლომჯარიას, ხიდაშელის, ბოკუჩავას, დეკანოიძისა და სხვა მდაბიო უსახურ მოღალატეთაგან განსხვავებით ოკეანის გაღმა მიდის არა საქართველოს გასაშავებლად და გასაუბედურებლად, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების გასახმოვანებლად და გასაძლიერებლად. ამიტომაც, ლოგიკურია, საქართველოს მოღალატეებს, არაკეთილმოსურნეებს ეშინოდეთ, ძრწოდნენ, წკავწკავებდნენ ქართული სახელმწიფოს წინსვლით“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი