თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 18 მარტი 2026, 15:35

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და ილია მეორეს ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, პატრიარქმა მსოფლიოს აჩვენა როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, მხოლოდ რწმენით და სიყვარულით.

„მწუხრის დღეებია საქართველოში. მძიმეა პატრიარქის გარდაცვალებით გამოწვეული განცდა თითოეული მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის. მძიმეა ეს დანაკლისი მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი სამყაროსთვის.

უწმინდესის საეკლესიო მოღვაწეობა უკვე დარჩა ისტორიას ქართული მართლმადიდებლობის აღზევების უდიდეს ეპოქად. ასევე დარჩა ისტორიას მისი ეროვნული ღვაწლი სამშობლოს წინაშე. მან შეძლო უმძიმეს პერიოდში ქართველი ხალხის ტაძარში შეყვანა და უფლის გზაზე მოქცევა. უწმინდესმა ტაძრის კარები გაუხსნა ახალგაზრდობას და რწმენასთან ერთად აზიარა ეროვნულ ცოდნას, რის გარეშეც ქვეყანა არ შენდება.

ილია II სწორედ იმ პერიოდში იქცა ქართველი ხალხისთვის ყველაზე სანდო ადამიანად, როდესაც ერის წინამძღოლი სჭირდებოდა ქვეყანას, როდესაც დაიწყო მძიმე დემოგრაფიული ვარდნა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ქართველი ერის ფიზიკური უწყვეტობა. სწორედ ამ პერიოდში უწმინდესმა მისი ჩვეული სიბრძნით დააწესა “საყოველთაო ნათლობა” და ამით მსოფლიოს ყველა საერთაშორისო დემოგრაფი ექსპერტის ნეგატიური მოლოდინები დაამსხვრია. მეცნიერების აზრით, შობადობის გაზრდას უდიდესი ფინანსური რესურსი სჭირდებოდა, რაც საქართველოს არ ჰქონდა. პატრიარქმა ერთი ინიციატივით, ხალხისგან დიდი სიყვარულის ფასად, საკუთარი ავტორიტეტით შეძლო სასწაულის მოხდენა და შობადობის რაოდენობის დიდი ტემპებით ზრდა საქართველოში.

უწმინდესის ინიციატივა “საყოველთაო ნათლობის” შესახებ უკვე გახდა მსოფლიოს დემოგრაფიული საზოგადოებისთვის ის ხელუხლებელი ქეისი, რომლის მიღწევაც მხოლოდ რწმენას და სიყვარულს შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა საქართველოში, რასაც ყველა ველოდით (30 წლის წინანდელი პროცესების შედეგად), პატრიარქის ნათლულები იქნებიან ის შემდეგი თაობა, რომელიც დაიწყებს შობადობას და აუცილებლად მოგვცემს ბუნებრივ მატებას. მათი რაოდენობა საგრძნობლად დიდია და ეს იქნება საქართველოს ფიზიკური და სულიერი გადარჩენა.

მადლობა ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს ქვეყნის და ეკლესიის წინაშე ასეთი ღვაწლისთვის! სანამ საქართველო იარსებებს, მანამ იქნება მისი სახელი ჩვენს გულებში. სწორედ მისი ნათლულები არ მისცემენ მის სახელს დავიწყებას და გვჯერა, რწმენით და ეროვნული ცოდნით განაგრძობენ მათი ნათლიის - საქართველოს ისტორიის უდიდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწყებულ გზას.

დღეიდან უწმინდესი და უნეტარესი ილია II ზეციური საქართველოდან უწინამძღვრებს მის საყვარელ სამშობლოს! ჩვენ კი, მისი ლოცვა-კურთხევით აუცილებლად განვაგრძობთ იმ საქმეს, რაშიც წინ მიგვიძღოდა!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
თამარ ჩიბურდანიძე: ცრუ დემოკრატიის მიმდევრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ
არქივი