ათას სიბინძურესთან ერთად, ყურში მხვდებოდა ისტერიული ბოდვა იმაზე, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე - ამ საუკუნეში, ქვეყნის ნამუსი და მორალური ავტორიტეტი ეს კაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
227 23 მარტი 2026, 14:24

ათას სიბინძურესთან ერთად, რა სიბინძურეც მოდიოდა ე.წ ოპოზიციური მედიებიდან, ყურში მხვდებოდა ეს დღეები, ისტერიული ბოდვა იმაზე რომ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე, რატომ გამოთქვამს აზრს, ხალხი რატომ ესალმება და ასე შემდეგო, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია წერს სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ვიდეოს სადაც, ბიძინა ივანიშვილი სამების ეკლესიის აშენებასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობს.

გამსახურდიას განცხადებით, აღნიშნულ ვიდეოში ჩანს ბიძინა ივანიშვილის სახე, რაც ოპოზიციის გაღიზიანებას იწვევს. მისივე თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს „ქვეყნის ნამუსაა და მორალურ ავტორიტეტს“.

„ათას სიბინძურესთან ერთად, რა სიბინძურეც მოდიოდა ე.წ ოპოზიციური მედიებიდან, ყურში მხვდებოდა ეს დღეები, ისტერიული ბოდვა იმაზე რომ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე, რატომ გამოთქვამს აზრს, ხალხი რატომ ესალმება და ასე შემდეგო.
აი მცირე ვიდეოში, ჩანს ამ კაცის სახე, რომელიც თქვენ, თქვენი წაბილწული სულების პატრონებს გაღიზიანებთ. ესე იქნება მუდამ სანამ ადამიანურს სახეებს დაიბრუნებთ, მეტი არაა ჩემი მტერი, მაგრამ მაინც.

პირადად ჩემთვის კიდევ, ამ საუკუნეში, ქვეყნის ნამუსი და მორალური ავტორიტეტი ეს კაცია, სწორად ეგ განაპირობებს ჩემს უპირობო მხარდაჭერას მისდამი. სხვა მე არც პოლიტიკური და არც ფინანსური ინტერესი მანდ არ მაქვს და არც მექნება, ეხე არის და იქნება ხვალაც,“- წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი