ჯაბა ხუბუა: ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
211 24 მარტი 2026, 14:21

სამგლოვიარო დღეებმა შესაძლებელი გახადა, თითქმის ზუსტად გამოვითვალოთ თანაფარდობა საქართველოში სამშობლოიანთა და უსამშობლოთა შორის, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუა 2024 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ცხოვრობს 3 914 000 ადამიანი.

მისი თქმით, „აქედან 1 500 000 ადამიანმა, ანუ მოსახლეობის 38,32 პროცენტმა ფიზიკურად მიიღო მონაწილეობა პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილებაში; პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იდგა დაახლოებით 50 მეპროტესტე, რაც მოსახლეობის 0.0013 პროცენტია“.

ხუბუას თქმით, თუ ვივარაუდებთ, თეორიულად რამდენი ადამიანი შეიძლებოდა, დამატებოდა პატრიარქის დასატირებლად ფიზიკურად მისულებსა და რუსთაველზე მდგარ მეპროტესტეებს, თანაფარდობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„სამგლოვიარო დღეებმა შესაძლებელი გახადა, თითქმის ზუსტად გამოვითვალოთ თანაფარდობა საქართველოში სამშობლოიანთა და უსამშობლოთა შორის. უკანასკნელი (2024 წლის) საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობს 3 914 000 ადამიანი; აქედან 1 500 000 ადამიანმა, ანუ მოსახლეობის 38,32 პროცენტმა ფიზიკურად მიიღო მონაწილეობა პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილებაში; პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იდგა დაახლოებით 50 მეპროტესტე, რაც მოსახლეობის 0.0013 პროცენტია. თუ ვივარაუდებთ, თეორიულად რამდენი ადამიანი შეიძლებოდა, დამატებოდა პატრიარქის დასატირებლად ფიზიკურად მისულებსა და რუსთაველზე მდგარ მეპროტესტეებს, თანაფარდობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა 38,32/0.0013 პროცენტზე ისედაც კოლოსალური სხვაობაა. შესაბამისად, დასკვნა ასეთია: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ“, - წერს ხუბუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი