ჩიხელიძე: ოპოზიციის გააქტიურება არა ილია II-ის სიყვარულით, არამედ, შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 25 მარტი 2026, 14:41

ოპოზიციას ახალი ტაქტიკა აქვს, ისინი ერთდროულად ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ნარატივს ავრცელებენ. ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული, მისი გარდაცვალება ყველასთვის მძიმე და მტკივნეულია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მეუფე შიო მიუღებელია და არ უნდა გახდეს პატრიარქი - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერ ფასად მოერგოს საზოგადოებრივ განწყობებს და შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება.

„ოპოზიციას ახალი ტაქტიკა აქვს, ისინი ერთდროულად ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ნარატივს ავრცელებენ. ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული, მისი გარდაცვალება ყველასთვის მძიმე და მტკივნეულია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მეუფე შიო მიუღებელია და არ უნდა გახდეს პატრიარქი. ამასთან ერთად ვისმენთ კიდევ უფრო წინააღმდეგობრივ ბრალდებას, თითქოს პატრიარქი ილია მეორე, სხვების გავლენების ფონზე, იძულებული გახდა, მეუფე შიო მოსაყდრედ დაესახელებინა.

აქ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: როგორ წარმოგიდგენიათ, სიცოცხლეშივე წმინდანად შერაცხილ ადამიანს ვინმემ რაიმე აიძულოს? ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერ ფასად მოერგონ საზოგადოებრივ განწყობებს და შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება. მაგრამ რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო თვალშისაცემი ხდება ამ განცხადებების წინააღმდეგობრივი ხასიათი.

რეალურად, ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია მეორეს სიყვარულით, არამედ შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი. მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი. აშინებთ მისი დამოუკიდებლობა და ის ფაქტი, რომ ის არ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს. მეუფე შიო სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მისი პოზიცია და გადაწყვეტილებები არ არის დამოკიდებული გარე ადამიანებზე, მისი ერთადერთი მსაჯული არის ღმერთი.“ - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი