თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: ცდილობენ ილია მეორე და მეუფე შიო, ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 25 მარტი 2026, 14:48

თუ გიყვარს ილია მეორე, შეუძლებელია აძაგებდე შიოს. მიზეზი ძალიან მარტივია, თავად ილია მეორემ, სიცოცხლეშივე მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი ნდობა, მისი ხმა და მისი სიმპათიები შიო მუჯირს ეკუთვნოდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ილია მეორე და მეუფე შიო, ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ და დამოუკიდებელ, ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონებად წარმოაჩინონ.

„თუ გიყვარს ილია მეორე, შეუძლებელია აძაგებდე შიოს. მიზეზი ძალიან მარტივია, თავად ილია მეორემ, სიცოცხლეშივე მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი ნდობა, მისი ხმა და მისი სიმპათიები შიო მუჯირს ეკუთვნოდა.

სწორედ შიო იყო ის სასულიერო პირი, რომელსაც პატრიარქი ხედავდა ღირსეულ მწყემსად, მზადმყოფს ეკლესიის წინამძღოლის მძიმე ტვირთის სატარებლად.

ოპოზიცია, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ყველა თემით სპეკულირებს, დღეს ილია მეორისა და მეუფე შიოს ურთიერთობის დამახინჯებულ ვერსიას ირჩევს.

ისინი ცდილობენ ილია მეორე და მეუფე შიო, ეს ორი ფიგურა ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ და დამოუკიდებელ, თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონებად წარმოაჩინონ.

ოპოზიცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათ ილია მეორე უყვართ, ხოლო შიო არა, რადგან ის არ იმსახურებს პატრიარქის ტახტს.

მეუფე შიო არის პატრიარქის არჩევანი, რაზეც მეტყველებს სინოდის 2018 წლის 21 ივნისის დადგენილება, რითაც მიტროპოლიტი შიო მუჯირი გამოცხადდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ.

მეუფე შიოს, პატრიარქის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც აქვს პატრიარქის ერთი ხმა- იყოს პატრიარქი და ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის!“, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი