ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები „სინდისის პატიმარი" და „პოლიტპატიმარი", მორიგი ინსტრუმენტია მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 26 მარტი 2026, 10:00

ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები „სინდისის პატიმარი" და „პოლიტპატიმარი," არის მორიგი ინსტრუმენტი მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძე განმარტავს, რომ „სინდისის პატიმარი" არის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანად გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებებს და ამისთვის არის რეპრესირებული.

მისივე თქმით, ისინი, ვისაც სინდისის პატიმრებად გვასაღებდნენ, არ გამოხატავდნენ მშვიდობიანად საკუთარ პოზიციას.

„ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები „სინდისის პატიმარი" და „პოლიტპატიმარი," არის მორიგი ინსტრუმენტი მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად.
შებრძანდით საძიებო სისტემაში და მარტივად აღმოაჩენთ, რომ „სინდისის პატიმარი" გახლავთ ადამიანი რომელიც მშვიდობიანად(!!!) გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებებს, და ამისთვის არის რეპრესირებული. ახლა თავად განსაჯეთ, ისინი ვისაც „სინდისის პატიმრებად" გვასაღებენ, მშვიდობიანად გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებს?! პასუხი ცალსახაა, რომ არა, რადგანაც უამრავმა ადამიანმა ეს საკუთარი თვალით იხილა. რაც შეეხება „პოლიტპატიმრობის" განმარტებას, სამწუხაროდ, ის ბოლო წლებში ფართო ინტერპრეტაციას ექვემდებარება და პოლიტპატიმრად შეიძლება მიჩნეულ იქნას პირი, რომელიც, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა, უკვე სამართლებრივ ჭრილში - ამ პირის დასჯა, ძალადობის გამო, არ შეიძლება?! ინდულგენცია აქვს?“ - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი