დავით ჩიხელიძე: იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მეთაური ქალი პრეზიდენტია, მას ოფიციალურად წარმოადგენს მისი მეუღლე (ქმარი) სწორედ ამ სტანდარტულ და დამკვიდრებულ პრაქტიკას გულისხმობს საქართველოს პირველი ლედი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
226 26 მარტი 2026, 16:56

საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებაზე, ყოველთვის მოქმედებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროტოკოლი. ამ ტიპის სამიტებზე ტრადიციულად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მეუღლეები. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მეთაური ქალი პრეზიდენტია, მას ოფიციალურად წარმოადგენს მისი მეუღლე (ქმარი) სწორედ ამ სტანდარტულ და დამკვიდრებულ პრაქტიკას გულისხმობს საქართველოს პირველი ლედი, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის განცხადების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება, სადაც ის პირველ ლედებთან ერთად პირველ ქმრებს ახსენებს.

მანვე აღნიშნა, რომ „პირველი ქმრის“ გამოყენებაში არანაირი უხერხულობა ან უჩვეულობა არ არსებობს, პირიქით, ეს არის ნორმა საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებებსა და ოფიციალურ კომუნიკაციაში.

„საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებაზე, ყოველთვის მოქმედებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროტოკოლი.

ამ ტიპის სამიტებზე ტრადიციულად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მეუღლეები. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მეთაური ქალი პრეზიდენტია, მას ოფიციალურად წარმოადგენს მისი მეუღლე (ქმარი) სწორედ ამ სტანდარტულ და დამკვიდრებულ პრაქტიკას გულისხმობს საქართველოს პირველი ლედი.

ამ კონტექსტში ტერმინი „პირველი ქმარი“ სრულიად ბუნებრივი და საერთაშორისო დიპლომატიურ და საზოგადოებრივ პრაქტიკაში მიღებული ტერმინია. რომელიც გამოიყენება ანალოგიურად, როგორც „პირველი ლედი“ გენდერული შესაბამისობის გათვალისწინებით.

მსოფლიოში არაერთი მაგალითია, როდესაც ქალ პრეზიდენტებს ჰყავთ ოფიციალურად ასე მოხსენიებული მეუღლეები. ეს არ არის არც ახალი და არც გამონაკლისი მოვლენა, ეს არის თანამედროვე პოლიტიკურ-დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილი, რომელიც ასახავს გენდერულ ბალანსს და ინსტიტუციურ თანასწორობას.

„პირველი ქმრის“ გამოყენებაში არანაირი უხერხულობა ან უჩვეულობა არ არსებობს პირიქით, ეს არის ნორმა საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებებსა და ოფიციალურ კომუნიკაციაში“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი