გიორგი ზერეკიძე: ბოკერიამ მობოდა, ივანიშვილმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენაო, სინამდვილეში, სწორედ ბოკერიამ, სააკაშვილმა და მათმა ჯალათების რეჟიმმა დააყენა საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
152 29 მარტი 2026, 14:13

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ეს მანიაკები გასრისა, დღეს საერთოდ აღარ ვიარსებებდით სწორედ ამათი „გონივრული პოლიტიკის“ შედეგად, რომელიც გულისხმობდა, რომ ქვეყნის შიგნით თვითონ ანადგურებდნენ ადამიანებს, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, რითაც „ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ზერეკიძის თქმით, სინამდვილეში, სწორედ გიგა ბოკერიამ, მიხეილ სააკაშვილმა და მათმა რეჟიმმა დააყენა საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ბოკერიამ მობოდა, ივანიშვილმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენაო. სინამდვილეში, სწორედ ბოკერიამ, სააკაშვილმა და მათმა ჯალათების რეჟიმმა დააყენა საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ! რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ეს მანიაკები გასრისა, დღეს საერთოდ აღარ ვიარსებებდით სწორედ ამათი „გონივრული პოლიტიკის“ შედეგად, რომელიც გულისხმობდა რომ ქვეყნის შიგნით თვითონ ანადგურებდნენ ადამიანებს და ქვეყნის გარედან რუსეთთან გამუდმებული პროვოკაციებით განადგურებამდე მიჰყავდათ მთლიანად ქვეყანა! მითქვამს და გავიმეორებ, ესენი ყველანი უნდა გასამართლდნენ სამშობლოს ღალატის მუხლით, დაწყებული სააკაშვილით, გაგრძელებული ბოკერიათი, დამთავრებული ენაბლუ თარგამაძით“, - წერს ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

გიგა ბოკერიამ, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი