სადღობელაშვილი ბოკერიაზე: ამ სულით და გულით არაქართველს თავხედობა ჰყოფნის, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქართულ გენს გზა ფართო მისცა, აბრალებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მცდელობას?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
185 29 მარტი 2026, 15:33

ანუ ბოკერიამ და სააკაშვილმა ქვეყანას სახელმწიფოებრიობა შესძინა ხოლო ივანიშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა?! - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი „ფედერალისტების“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“

სადღობელაშვილი ბოკერიას „სულით და გულით“ არაქართველს უწოდებს და აცხადებს, რომ სწორედ ბოკერიას და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ისინი ქვეყანა ძარცვავდნენ, ეკლესიებს ლეწავდნენ და პატრიარქს წამლავდნენ.

მისივე თქმით, იმ ყველაფრის ფონზე, რაც ბოკერიამ თანაგუნდელებთან ერთად ჩაიდინა ქვეყნის წინააღმდეგ, როგორ ბედავს გამორჩეული ქართველის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით მსგავს განცხადების გაკეთებას, რომელიც მუდამ ქვეყნის დასაცავად იბრძვის.

„ეკლესიებს ლეწავდა! მღვდლებს აპატიმრებდნენ, პატრიარქს წამლავდნენ! იეღოველები თავზე დაგვასვეს! ქართულ ენას ინგლისურით ანაცვლებდა! საქართველოს 1/3 რუსეთს ჩააბარეს- 2/3 დასავლეთს! ჩვენს საჯიშე ბიჭებს დასავლეთის ომებში აბრძოლებდა!
300 000 პრობაციონერი და 30 000 მდე პატიმარი ჰყავდა! ახალგაზრდები გადააჯიშა ხოლო ნაწილი ქუჩაში ჩაცხრილეს! საპროტესტო აქციებს არა თუ უმოწყალოდ არბევდნენ არამედ მომიტინგეებს კლავდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ქვეყანა გაძარცვეს, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარეს, წიაღისეული დასავლეთს!
- და ყველაფრის ამის შემდეგ ამ მართლაც რომ სულით და გულით არაქართველს იმის თავხედობა ჰყოფნის რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მეცენატს, გამორჩეულ ქართველს ბიძინა ივანიშვილს რომელმაც საქართველოს ისტორიული ძეგლები და ტაძრები აღადგინა, ქართულ ნიჭს და გენს გზა ფართო მისცა, აბრალებს ჩვენი მშვიდობიანი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მცდელობას?!
- ანუ ბოკერიამ და სააკაშვილმა ქვეყანას სახელმწიფოებრიობა შესძინა ხოლო ივანიშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა?! იმდენი შენი მანგუსტა ცოლის შუბა დავხიე!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი