დავით ქართველიშვილი: მზარდი ეკონომიკური დინამიკა, რომელზეც საუბრობს ირაკლი კობახიძე, არა „თვითშეფასება“, არამედ საერთაშორისო ექსპერტული ცენტრების მიერ დადასტურებული სურათია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 29 მარტი 2026, 18:00

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ეკონომიკურ დინამიკას და წერს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების - „მსოფლიო ბანკისა“ და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება.

„2022 წელს ეკონომიკური ზრდა შეადგენდა დაახლოებით 10.4%-ს, 2023 წელს - დაახლოებით 7.5%-ს, 2024 წელს - 6–7% დიაპაზონში, ხოლო 2025 წლის პროგნოზი შენარჩუნებულია დაახლოებით 5–6%-ის ფარგლებში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებების თანახმად, ბოლო ოთხ წელიწადში ჯამურმა ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 35%-ს გადააჭარბა, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაჩვენებელია. ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ მთავრობის განცხადებები მზარდი ეკონომიკის შესახებ არა მისი „თვითშეფასება“, არამედ გლობალურად აღიარებული მონაცემების ტრანსლაციაა.

„მზარდი და დადებითი ეკონომიკური დინამიკა, რომელზეც საუბრობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ წარმოადგენს არც პოლიტიკურ რიტორიკას და არც შიდა პიარის მცდელობას. საუბარია კონკრეტულ მაჩვენებლებზე, რომლებიც ფიქსირდება და ვერიფიცირდება გარე წყაროების, პირველ რიგში, ისეთი ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა "მსოფლიო ბანკი" და "საერთაშორისო სავალუტო ფონდი".

მათივე მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება რეგიონში: 2022 წელს ეკონომიკური ზრდა შეადგენდა დაახლოებით 10.4%-ს, 2023 წელს - დაახლოებით 7.5%-ს, 2024 წელს - 6–7% დიაპაზონში, ხოლო 2025 წლის პროგნოზი შენარჩუნებულია დაახლოებით 5–6%-ის ფარგლებში.

ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებებში ხაზგასმულია, რომ ბოლო ოთხ წელიწადში ჯამურმა ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 35%-ს გადააჭარბა, რაც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მაჩვენებლად სახელდება. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ინდიკატორები არ არის დამოკიდებული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ისინი ყალიბდება შედარებადი სტატისტიკური მოდელების, გარე აუდიტისა და სხვა ეკონომიკებთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე. მათივე შეფასებით, გარდა მშპ-ის ზრდისა, ფიქსირდება სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრებიც:
ინფლაცია, რომელიც პიკების შემდეგ დაუბრუნდა სამიზნე ნიშნულებს,
ტურიზმის ზრდა - დაახლოებით 8 მილიონი ვიზიტი 2025 წელს,
საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდა - დაახლოებით 6.1 მილიარდ დოლარამდე 2025 წლის ბოლოსთვის.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განცხადებები არ წარმოადგენს „თვითშეფასებას“, არამედ არის უკვე გლობალურად აღიარებული მონაცემების ტრანსლაცია. ამ თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრი არ ქმნის ეკონომიკურ რეალობას, არამედ აჟღერებს იმ სურათს, რომელიც უკვე დადასტურებულია საერთაშორისო ექსპერტული ცენტრების მიერ. ამ მონაცემების მიმართ სკეპტიციზმი ნიშნავს არა იმდენად კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ უნდობლობას, არამედ ეჭვის შეტანას იმ საერთაშორისო ინსტიტუტების ობიექტურობაში, რომელთა საფუძველზეც აგებულია თანამედროვე გლობალური ეკონომიკური ანალიტიკა. ხოლო ეს უკვე უფრო სერიოზული განაცხადია, რომელიც შესაბამის მტკიცებულებებს მოითხოვს” - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი