ბაჩო ოდიშარია „სეტანტაზე“: ეროვნული ნაკრების გამარჯვების ისტორიის გადმოცემას რომ ეცდები გამორჩეული ფიგურების კოლაჟით და კახა კალაძეს არ გამოაჩენ, ეგ პოლიტიკური აქტივიზმი აღარაა, უკიდურესი გოიმობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
198 30 მარტი 2026, 00:02

ეროვნული ნაკრების გამარჯვების ისტორიის გადმოცემას რომ ეცდები მისი გამორჩეული ფიგურების კოლაჟით და ყველაზე ტიტულიან ქართველ ფეხბურთელს, კახა კალაძეს, არ გამოაჩენ, ეგ პოლიტიკური აქტივიზმი აღარაა, უკიდურესი გოიმობაა, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სპორტული არხის, „სეტანტას“ მიერ გაკეთებულ კოლაჟზე.

ოდიშარიას თქმით, „სეტანტამ“ კალაძის გარდა, ეროვნული ნაკრების ისეთი ცნობილი ფეხბურთელები გამოტოვა, როგორებიც არიან მიხეილ ყაველაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი, შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ სპორტული არხი „ტვ პირველის“ კალიბრში გადაერთო.

„ეროვნული ნაკრების გამარჯვების ისტორიის გადმოცემას რომ ეცდები მისი გამორჩეული ფიგურების კოლაჟით და ყველაზე ტიტულიან ქართველ ფეხბურთელს, კახა კალაძეს, არ გამოაჩენ, ეგ პოლიტიკური აქტივიზმი აღარაა, უკიდურესი გოიმობაა. არც ყაველაშვილი, არც ხიზანიშვილი, ვლადიმერ ვაისზე მეტი დამსახურება არ ჰქონდათ ხომ ქართულ ფეხბურთში? ხელისუფლების მისამართით არ წავიდეს რაიმე პოზიტივიო, აქამდე დავიდა სპორტული არხის ნარატივი. მოკლედ, „სეტანტა“ „ტვ პირველის“ კალიბრში გადაერთო, მიშას პენალტის კადრი რომ არ გამოჭიმეს შუაში, მაგისთვისაც მადლობა. ჰო და კობისთვის როგორღაც რომ გამოინახა პატარა ადგილი კუთხეში, ესეც დავუფასოთ“, - წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი