ლევან კოჭლოშვილი: პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 30 მარტი 2026, 09:26
პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მათთან დაკავშირებული ტელევიზიებისა და „ათეისტი თეოლოგების“ განცხადებების მეშვეობით, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი წერს სოციალურ ქსელში. 

ის ფიქრობს, რომ პროცესი ატარებს პოლიტიზებულ ხასიათს - როდესაც ეკლესია მიზანში ამოღებულია კონკრეტული ინტერესების გასატარებლად.

მისი თქმით, ერთობა, სიფრთხილე და პრინციპულობა არის პასუხი იმ მცდელობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ეკლესიისა და ქვეყნის დასუსტებას. 

“პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მათთან დაკავშირებული ტელევიზიებისა და „ათეისტი თეოლოგების“ განცხადებების მეშვეობით, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში. მათი ქმედებები არ ემსახურება არც სარწმუნოებას და არც საზოგადოების გაერთიანებას - ეს არის პირდაპირი დარტყმა ეროვნულ ერთობაზე და იმ ფასეულობებზე, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა საქართველო.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ეს პროცესი ატარებს მკაფიოდ პოლიტიზებულ ხასიათს - როდესაც ეკლესია, როგორც ერთიანობისა და სტაბილურობის საყრდენი, მიზანში ამოღებულია კონკრეტული ინტერესების გასატარებლად.

საუბარია იმ ეკლესიაზე, რომლის სიძლიერეც არაერთხელ იხილა მსოფლიომ - ეკლესიაზე, რომლის წყალობითაც ჩვენი რწმენა, ეროვნული იდენტობა და სულიერი მემკვიდრეობა დღემდე მტკიცედ დგას. ეს არის ის ძალა, რომლის გარშემოც ქართველი ერი ერთიანდება, და რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასოს მიმდინარე პროცესები და არ დაუშვას სარწმუნოების საკითხების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ერთობა, სიფრთხილე და პრინციპულობა არის პასუხი იმ მცდელობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის დასუსტებას.”- წერს კოჭლოშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი