ლადო სადღობელაშვილი ბოკერიას ფოტოზე: თუ გამოიცნობთ ვის ესროდა ქვებს სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული გიგა ბოკერია თანამოაზრეებთან ერთად? მართლმადიდებელ მრევლს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იეღოველების შემოსვლა-გავრცელებას საქართველოში!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 30 მარტი 2026, 11:03

აბა თუ გამოიცნობთ ვის ესროდა ქვებს ახალგაზრდა გიგა ბოკერია თავის თანამოაზრეებთან ერთად? არ დაგღლით მარჩიელობით და გეტყვით - მართლმადიდებელ მრევლს! მრევლს რომელიც ეწინააღმდეგებოდა იეღოველების შემოსვლა-გავრცელებას საქართველოში! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი და აქვეყნებს გიგა ბოკერიას ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ მას ხელში ქვები უჭირავს.

სადღობელაშვილის თქმით, სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ნორჩი ბოკერიას პირველი ექსტრემისტული დავალება სწორედ ეს იყო, ხოლო, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ მრევლს მან სპეცოპერაცია ჩაუტარა, დააკავა და სცემა, ხოლო ეკლესია სატვირთო მანქანით დაანგრია.

„ეს ფოტო გადაღებულია სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულ ნორჩი გიგა ბოკერიას („თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი) ერთ-ერთ პირველ ექსტრემისტული დავალების შესეულების პროცესში…

აბა თუ გამოიცნობთ ვის ესროდა ქვებს ახალგაზრდა გიგა ბოკერია თავის თანამოაზრეებთან ერთად?
არ დაგღლით მარჩიელობით და გეტყვით - მართლმადიდებელ მრევლს! მრევლს რომელიც ეწინააღმდეგებოდა იეღოველების შემოსვლა-გავრცელებას საქართველოში!

ხელისუფლებაში მოსვლისას ბოკერიამ ამ მრევლს, ტაძრის წინამძღოლიან სტიქაროსნებიანად სპეცოპერაცია ჩაუტარა! დაარბია, სცემა და დააკავა, არ დაინდვეს ახალგაზრდები და დედაოები… ხოლო ეკლესია დაილეწა, დაანგრია სატვირთო მანქანით! - ამათი მოტრიალება გვინდა? ესენი ხმას საერთოდ როგორ იღებენ?! წელში გამართული როგორ დაიარებიან?“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი