გიორგი გამსახურდია: ჩვენი პრეზიდენტის მეუღლის ინგლისურ ენაზე გამოსვლის სამარცხვინო და ზიზღით გაჟღენთილმა დაცინვამ კიდევ დაგვანახა მათი რეალური სახე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
227 31 მარტი 2026, 13:16

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის, თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმიანება. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ოპოზიციის მიერ „პირველი ლედის ინგლისურ ენაზე გამოსვლის ზიზღით გაჟღენთილმა დაცინვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა მათი რეალური სახე და ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი არნახული ანტაგონიზმი“.

„თანმიმდევრული, კონსტრუქციული და ურთიერთის პატივისცემაზე აგებული გზა გავიარეთ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. სრული ღირებულებითი და პოლიტიკური პროცესებისადმი საერთო აზრთა თანხვედრით. ამ გზაზე გადადგმულ ჩვენ ორმხრივ ნაბიჯებს, თან ერთვოდა, ნაცების ავადმყოფი, სექტანტური განშტოებების ბულინგი და ათასგვარი სიცრუის ტირაჟირება, მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ გაეუფასურებინათ ყველა ჩვენი მიღწევა და მასხარად ქცეული ბერპაპა ჯო ვილსონის ბოდვა X პოსტებით აცოცხლებდნენ თავიანთ თანამოაზრეებს. ერთ-ერთი მინდა აქ გამოვარჩიო, პატრიოტი პრეზიდენტი ტრამპის მეუღლის მიწვევით, ჩვენი პრეზიდენტის მეუღლის ვიზიტის დროს ქალბატონი თამარის ინგლისურ ენაზე გამოსვლის, სამარცხვინო და ზიზღით გაჟღენთილი დაცინვა, რამაც კიდევ დაგვანახა მათი რეალური სახე და ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი არნახული ანტაგონიზმი. მიუხედავად ამ ყველაფრისა პროცესი შედგა, შემდგარიც იყო თავიდან, მაგრამ არ ეჯერათ მანქურთებს რომ ვეუბნებოდი, კიდევ ლგბტქ თემის დამცველი მძინარე ჯო ეგონათ აშშ ადმინისტრაციის სათავეში.
გამარჯვება საქართველოს და ჩვენი გუნდის ყველა წევრს, მთავარი და მაგარი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით", - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი