მეგრელიშვილი ჩერგოლეიშვილზე: იმას კი არ ამბობს, მოსახლეობას დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ხელისუფლებაში ყოფნასო, იმას ამბობს, ამერიკაში ჩავალ და პატრონებს ვეტყვი რა გეგმა მაქვსო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 31 მარტი 2026, 13:27
როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ მონობასა და აგენტობაზე - არ შეიძლება ეს 1% იანი სუბიექტი არ გაგვახსენდეს მის თანამეცხედრესთან ერთად - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პარტია „ფედერალისტების” ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „იგეგმება აშშ-ში ვიზიტი - ჩავდივართ ერთი მიზეზით: მივცეთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში.“

მისივე შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას აჩვენონ იმსახურებენ ხელისუფლებაში ყოფნას, ამბობს რომ  ამერიკაში ჩავა და პატრონებს ეტყვის რა გეგმა აქვს. 

„როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ მონობასა და აგენტობაზე - არ შეიძლება ეს 1% იანი სუბიექტი არ გაგვახსენდეს მის თანამეცხედრესთან ერთად. მეტი როგორ უნდა აღიაროს, რომ ქართველი ხალხი ფეხზე ჰკიდიათ? იმას კი არ ამბობს, მოსახლეობას დავუმტკიცებთ რომ ჩვენ ვიმსახურებთ ხელისუფლებაში ყოფნასო, იმას ამბობს, ამერიკაში ჩავალ და პატრონებს ვეტყვი რა გეგმა მაქვსო. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ნამდვილად უდიდესი სახადი მოიხადა ჩვენმა ერმა, მაგრამ ერთი წამით არ გვაქვს უფლება ყურადღება მოვადუნოთ. ეს მანქურთები, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები არ მოისვენებენ, ამიტომ გვმართებს სიფხიზლე, რათა საქართველო ისევ არ ჩაეშვას აგენტოკრატიის აწ უკვე გამოუსწორებელ მარაზმში!“ - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი