დავით ჩიხელიძე: თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არ წარმოადგენს რიგით, უმნიშვნელო მოვლენას- ასეთ პლატფორმებზე მონაწილეობა ნიშნავს, რომ ქვეყანა აღიქმება როგორც პარტნიორი, რომელსაც შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური საკითხების განხილვაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 31 მარტი 2026, 14:34
საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არ წარმოადგენს რიგით და უმნიშვნელო მოვლენას. ეს იყო  პოლიტიკურად დატვირთული და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ასახავს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებას, პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს მზარდ როლს გლობალურ პროცესებში, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე. 

მისივე თქმით, სამიტში მონაწილეობა, რომელიც მელანია ტრამპის მიერ იყო ორგანიზებული, თავისთავად მიუთითებს საქართველოს მიმართ ინტერესსა და ყურადღებაზე. 


"საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არ წარმოადგენს რიგით და უმნიშვნელო მოვლენას. ეს იყო  პოლიტიკურად დატვირთული და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ასახავს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებას, პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს მზარდ როლს გლობალურ პროცესებში.

სამიტში მონაწილეობა, რომელიც მელანია ტრამპის მიერ იყო ორგანიზებული, თავისთავად მიუთითებს საქართველოს მიმართ ინტერესსა და ყურადღებაზე. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები არ შემოიფარგლება მხოლოდ პროტოკოლით,  ისინი ქმნიან სივრცეს, სადაც სხვადასხვა ქვეყნები არა მხოლოდ აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, არამედ აყალიბებენ საერთო ხედვებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს. ასეთ პლატფორმებზე მონაწილეობა ნიშნავს, რომ ქვეყანა აღიქმება როგორც პარტნიორი, რომელსაც შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური საკითხების განხილვაში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ლედიმ სიტყვით მიმართა სამიტის მონაწილეებს,  მისი გამოსვლა გამოირჩეოდა სიღრმით, სიბრძნითა და მკაფიო ეროვნული აქცენტებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას, ღირებულებებსა და იმ გზას, რომელსაც ქვეყანა თანამედროვე გამოწვევების პირობებში გადის. ამასთანავე, აქცენტი გაკეთდა ბავშვთა კეთილდღეობაზე, ციფრული ეპოქის რისკებსა და შესაძლებლობებზე, მისი გზავნილები არ იყო მხოლოდ ფორმალური, არამედ  ისინი ასახავდნენ როგორც პირად, ისე სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი გამოსვლები არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯზე მოქმედებს, არამედ აყალიბებს რბილ ძალას, რაც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ასეთ ფორმატებში ყალიბდება ნდობა, თანამშრომლობა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა.

სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება, აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინების მცდელობებიც ვიხილეთ, რაც უსამშობლოთა მხრიდან ლოგიკური და ადვილად პროგნოზირებადი იყო, მათი მცდელობა მცდელობავე დარჩა, რადგან პირველი ლედის ვიზიტს რამდენიმე აკაცუკის  არამართებული პოზიცია ვერ დააკნინებს! 

თამარ ბაგრატიონი ღირსეულად წარსდგა და ღირსეულად წარმოადგინა საქართველო "ერთად უკეთესი მომავლისთვის" გლობალურ სამიტზე, რომელიც მელანია ტრამპი ინიციატივით გაიმართა. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო არა მხოლოდ მონაწილეობს საერთაშორისო პროცესებში, არამედ მათი ფორმირების  აქტიური მონაწილეა", - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი