დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის ევროპა აღარ არის მოკავშირე, არ არის ანგარიშგასაწევი სუბიექტი, არამედ მასზე მთლიანად დამოკიდებული ობიექტი, თოჯინა-მარიონეტი, რომლის მართვა შეიძლება ზეწოლით, სარკაზმითა და საჯარო დამცირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
178 02 აპრილი 2026, 21:47

„დონალდ ტრამპი აჩვენებს ბევრად უფრო მარტივ ფორმულას მსოფლიო პოლიტიკისთვის: მნიშვნელობა აქვს არა დეკლარაციებს, არამედ იმას, ვის შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა სხვებისთვის,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებულ დაპირისპირებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა უარი თქვა დიპლომატიის ენაზე საუბრისაგან და გადავიდა ძალისა და დაცინვის ენაზე.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი თავისი განცხადებებით და ტონით, ფაქტობრივად ღიად მიანიშნებს ევროკავშირის შეზღუდულ შესაძლებლობებზე.

„რაც მოხდა დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს შორის, უბრალოდ დიპლომატიური ხარვეზი ან „ემოციური აფეთქება“ არ იყო. ტრამპმა შეგნებულად „დაიკიდა“ დიპლომატიის ენა და გადავიდა ძალისა და დაცინვის ენაზე, რითაც აჩვენა: თუ მოკავშირე იქცევა მისი ოპონენტივით, მას ასევე მოექცევიან. ამ შეურაცხყოფის არსი ძალიან კონკრეტულია - ის არ შემოიფარგლა პოლიტიკით, ფრანგული აქცენტით საჯაროდ გააჯავრა მაკრონი და რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, პროცესში ჩართო მისი მეუღლე ბრიჯიტი, პირადი ოჯახური ეპიზოდი გადააქცია საჯარო დამცირების ინსტრუმენტად.

მაკრონის პრობლემა იმაშია, რომ მას სიმეტრიული პასუხის გაცემა არ შეუძლია, ის რჩება საკუთარი პოლიტიკური კონსტრუქციის მძევლად. როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ „ძალის გამოყენება არარეალისტურია“, ის ფაქტობრივად ღიად აღიარებს ევროკავშირის შესაძლებლობების შეზღუდულობას. სწორედ ამ წინააღმდეგობაზე - ამბიციებსა და რეალურ ძალას შორის - თამაშობს ტრამპი, გადააქვს დისკუსია იმ სივრცეში, სადაც ევროპას არც ერთი ინსტრუმენტი (სიტყვით ან საქმით) არ გააჩნია მკაცრი პასუხის გასაცემად.

საბოლოოდ, ჩვენ ვხედავთ არა კერძო კონფლიქტს, არამედ სისტემურ მიდგომას - ტრანსატლანტიკური „თანასწორი პარტნიორობის“ ილუზიის დემონტაჟს. ვაშინგტონისთვის ევროპა სულ უფრო ხშირად აღარ არის მოკავშირე, არ არის ანგარიშგასაწევი სუბიექტი, არამედ მასზე მთლიანად დამოკიდებული ობიექტი, თოჯინა-მარიონეტი, რომლის მართვა შეიძლება ზეწოლით, სარკაზმითა და საჯარო დამცირებით. და სანამ ბრიუსელი აგრძელებს საუბარს „ღირებულებებზე“, დონალდ ტრამპი აჩვენებს ბევრად უფრო მარტივ ფორმულას მსოფლიო პოლიტიკისთვის: მნიშვნელობა აქვს არა დეკლარაციებს, არამედ იმას, ვის შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა სხვებისთვის,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი