ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 03 აპრილი 2026, 23:50

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.

ქადაგიძე წერს, რომ ევრობიუროკრატიული მანქანა ასე მუშაობს - ჯერ განაჩენი იწერება, ხოლო შემდგომ ხდება ფაქტების მასზე მორგება. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ მათთვის დოკუმენტი წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

„მათთვის მთავარია დოკუმენტი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. თუ ყველაფერი წინასწარ იცოდა, ბრიუსელიდანვე გამოეგზავნა ეს „შედევრი“, ტყუილად რატომ ხარჯავდა მივლინების თანხებს?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ ანგარიშის ავტორის განცხადება ცხადყოფს, რომ ევრობიუროკრატებისთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს.

„ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტების დეგრადაციის მწვერვალი. ასე მუშაობს ევრობიუროკრატიული მანქანა - ჯერ იწერება განაჩენი, ხოლო შემდეგ ხდება ფაქტების ამ განაჩენზე მორგება.

როდესაც ანგარიშის ავტორი საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა, ხალხის ნება და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს.

მათთვის მთავარია დოკუმენტი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
თუ ყველაფერი წინასწარ იცოდა, ბრიუსელიდანვე გამოეგზავნა ეს „შედევრი“, ტყუილად რატომ ხარჯავდა მივლინების თანხებს?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი