თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
216 04 აპრილი 2026, 17:07

„გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი და მისი ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ სტატუსს ეხმიანება. თამარ ჩიბურდანიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მისთვის ჩვეულ ფსიქოპათურ მდგომარეობაში იმყოფება და არ წყვეტს უწმინდესისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა ვერ გაუძლო ხალხის მხრიდან პატრიარქისადმი გამოხატულ სიყვარულსა და მადლიერებას და ბოღმა გარდაცვლილზე გადმოანთხია.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პატრიარქის პუტინთან საუბრის თაობაზე, ქართველი ხალხის კიდევ ერთი განრისხება მოჰყვა. სოციალური ქსელი სააკაშვილისადმი აგრესიული კომენტარებით არის სავსე. ქვეყნის გამანადგურებელი ყოფილი პრეზიდენტი არ წყვეტს უწმინდესისადმი შეურაცხყოფის მიყენებას. ალბათ, მისთვის ჩვეულ ფსიქოპათურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას უყურებდა. ის ხომ მთელი არსებით ებრძოდა ეკლესიას და ქართველებისათვის ყველაზე დიდ ავტორიტეტს - ილია მეორეს.

ვერ შეძლო, ვერ დაანგრია უწმინდესის აშენებული ქართული ეკლესია, ვერ წაართვა პატრიარქს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და ამით დაბოღმილი უკვე გარდაცვლილზე იყრის ჯავრს. იმდენად ჩიხში არიან სააკაშვილიც და მისი „გაერთიანებული ოპოზიციაც”, რომ აღარ იციან, რა ქნან?

თუკი უწმინდესის დატოვებული ძლიერი ეკლესია შენარჩუნდა, მაშინ ოპოზიცია სრულად განადგურებულია. ამიტომ ცდილობენ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მაინც შეარყიონ საპატრიარქო და ამით ქართველი ხალხის მართვის საშუალება ჰქონდეთ.

ამ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი და მისი ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მსგავსი პოსტები, სიუჟეტები და განცხადებები იმ ხალხისკენ არის მიმართული, ზღვასავით რომ მიედინებოდა უწმინდესის გასაცილებლად. სწორედ ამ ხალხს უპირისპირდება პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიცია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი”, მინდა ვუპასუხო - ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი