ზაალ ანჯაფარიძე: აფგან სადიგოვს, რომელიც გუშინ გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლ-შვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 05 აპრილი 2026, 11:18

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სადიგოვს ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლ-შვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით. მისივე შეფასებით, ჟურნალისტის საქართველოში ყოფნა კითხვებს აჩენს, რადგან მასაც შეეძლო ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრება, მაგრამ სადიგოვი საქართველოს არ ტოვებდა.

„საქართველოში დროებით მცხოვრებ და ანტისამთავრობო აქციების აქტიურ მონაწილეს აზერბაიჯანელ ე.წ. "ჟურნალისტს" აფგან სადიგოვს, რომელიც როგორც იქნა გუშინ გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლშვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით. ანუ თავადაც შეეძლო იქ წასულიყო.

ისმის 2 კითხვა: რატომ არ უერთდებოდა ამდენი ხანი ოჯახს? რა აჩერებდა საქართველოში? აი ამ კითხვებზეა პასუხი გასაცემი“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი