დავით ქართველიშვილი: დაუშვებელია სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები, პერსონალური მონაცემები და სახლის მისამართები საჯარო იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 07 აპრილი 2026, 10:31
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი,  ნინო ლომჯარიას "ფეისბუქ" პოსტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ "„გამჭვირვალობის კანონის“ ავტორი მამუკა მდინარაძე, თავისი ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.“

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს,  დაუშვებელია, სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები, პერსონალური მონაცემები და სახლის მისამართები საჯარო იყოს და ეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება.

„ლომჯარიას მინდა ვკითხო - დაასახელებს თუ არა რომელიმე თავმოყვარე ქვეყანას, სადაც სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაცია არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი? 

ლომჯარიას მინდა ვკითხო - MI 6, ცაჰალის, CIA - ის უფროსის, მოადგილეების მისამართები და სახლები იცის მოსახლეობამ? 

ახლა საზოგადოებას მინდა ვუთხრა - ცხადია, დაუშვებელია სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები, პერსონალური მონაცემები, სახლის მისამართები და ტუფლის ზომა საჯარო იყოს. ეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. დავაკვირდეთ კარგად აქ სიტყვას - არ შეიძლება იყო საჯარო! ცხადია, დეკლარაციასაც შეავსებენ და შესაბამისი სამსახურები ( აუდიტი ) შეამოწმებს, მაგრამ მისი საჯაროობა დაუშვებელია!!!" - წერს დავით ქართველიშვილი  სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი