გია აბაშიძე: კოლექტიური ნინო ლომჯარიები მარგინალ უვიცთა კლასტერია, სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არ იციან - არათუ სუს-ის შეფის, მამუკა მდინარაძის, არამედ, დასავლეთში სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის ქონებრივი დეკლარაციებია საიდუმლო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 07 აპრილი 2026, 11:33

კოლექტიური ნინო ლომჯარიები მარგინალ უვიცთა კლასტერია, სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არ იციან; არათუ სუს-ის შეფის, მამუკა მდინარაძის, არამედ, დასავლეთში სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის ქონებრივი დეკლარაციებია საიდუმლო, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ევროპული ქვეყნების უმეტესობაში სპეცსამსახურების თავკაცები არ მიიჩნევიან, როგორც არჩეული პოლიტიკოსები, შესაბამისად, მათი ფინანსური დეკლარაციების საჯაროობა უკიდურესად შეზღუდულია.

„კოლექტიური ნინო ლომჯარიები მარგინალ უვიცთა კლასტერია, სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არ იციან; არათუ სუს-ის შეფის, მამუკა მდინარაძის, არამედ დასავლეთში სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის ქონებრივი დეკლარაციებია საიდუმლო
. მაგრამ პრეტენზიული მენტალურად გოიმი, რის გოიმია, საკუთარი სიბეცით რომ არ პოზიციონირდეს? ასეთ ფუტლარ მარიონეტებს ფულს უხდიან გარე პატრონები, ჰგონიათ, რაღაც ზეგავლენა აქვთ საზოგადოებაზე და რეალობაში, წლებია ხაზგასმულად დასაცინნი არიან ფუყე „ნაცენჯეოშნიკები".

ევროპული ქვეყნების უმეტესობაში სპეცსამსახურების თავკაცები არ მიიჩნევიან, როგორც არჩეული პოლიტიკოსები. მათი ფინანსური დეკლარაციების საჯაროობა უკიდურესად შეზღუდულია. ზედამხედველობა ხორციელდება მხოლოდ პარლამენტის დაზვერვის კომიტეტებისა და შიდა ეთიკის ორგანოების მიერ. წლებია მუშაობს პრინციპი - უსაფრთხოების საკითხები დომინირებენ ფინანსურ გამჭვირვალობაზე.“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი