გორდულაძე: სადიგოვი საღამოს ათ საათზე დააკავეს და პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს. პროცესი ადვოკატებმა ხუთ საათზე მეტი გაწელეს, ახლა კი საუბრობენ, პროცესი შუაღამისას ჩაატარესო-ესეც მორიგი სიცრუე და მავნებლობა აღმოჩნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
166 07 აპრილი 2026, 12:10

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციის იმ სპეკულაციებს ეხმიანება, რომ თითქოს მისი სასამართლო პროცესი ღამის ოთხ საათზე ჩატარდა.

გორდულაძე სიცრუეს და მავნებლობას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ჟურნალისტი 10 საათზე დააკავეს, ხოლო მისმა ადვოკატებმა პროცესი ღამის ხუთ საათამდე სხვადასხვა მიზეზით გაწელეს.

„რამდენიმე დღეა საუბრობენ, რომ აფგან სადიგოვის პროცესი ღამის სამ თუ ოთხ საათზე გაიმართა - დავინტერესდი და ყალბი კამპანიის ეს ნაწილიც მდარე „ფეიკი“ აღმოჩნდა, რომელიც აუცილებლად უნდა ვამხილოთ!

რა მოხდა სინამდვილეში?

სადიგოვი დაახლოებით საღამოს ათ საათზე დააკავეს და პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს. პროცესი ადვოკატებმა ხუთ საათზე მეტი გაწელეს (ხან გადადება მოითხოვეს, ხან მასალების გაცნობა და ა. შ.), ახლა კი საუბრობენ, პროცესი შუაღამისას ჩაატარესო…

ესეც მორიგი სიცრუე და მავნებლობა აღმოჩნდა!“- წერს გორდულაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი