იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ - რა ნახეს ისეთი, რითიც დააკნინეს ირაკლი კობახიძე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 07 აპრილი 2026, 16:04
მერაბ მეტრეველი არის კოლექტიური სახე დღევანდელი ოპოზიციური ჟუუურნალისტების. იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა მოვლენასა თუ ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ,  -  წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას. 

ფოჩხუას თქმით, გაუგებარია, რა ნახეს ოპონენტებმა ივანიშვილისა და ალიევის შეხვედრის ფოტოებზე ისეთი, რითაც ირაკლი კობახიძის დაკნინებას შეეცადნენ. 

"მერაბ მეტრეველი არის კოლექტიური სახე დღევანდელი ოპოზიციური ჟუუურნალისტების. იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა მოვლენასა თუ ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ. და რა ნახეს ამ ფოტოზე ისეთი, რითაც დააკნინეს ირაკლი კობახიძე, რა შეატყვეს ასეთი, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფრად აგდებს ირაკლის, მე მგონი პირიქითაა, პრემიერი დაპატიჟებული იყო  მნიშვნელოვან სადილზე, რომელიც იმართებოდა ჰეიდარ ალიევის პატივსაცემად, ვიწრო წრეში, ასე რომ სულ ტყუილად წვალობთ, როგორც ჩემი საყვარელი ბებო იტყოდა, ყურებზე ხახვი არავის დააჭრათ," - წერს ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი