თენგიზ შარმანაშვილი: ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, "დიფ სთეითისა" და მათი აქაური აგენტურის მთელი ძალისხმევა მომართულია მის საწინააღმდეგოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 07 აპრილი 2026, 18:50
"ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, ძალიან მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. მთელი ძალისხმევა დიფ სთეითისა და მათი აქაური აგენტურისა მომართულია მის საწინააღმდეგოდ. ყველა წარმოუდგენელი ცრუ ამბის გავრცელებას კადრულობენ კობახიძის წინააღმდეგ,"  - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში.

შარმანაშვილი ეხმიანება ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, მათ უკან იდგა.  
უმრავლესობის წევრის შეფასებით, ძნელი არ არის მიხვდე, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან ძლიერი ლიდერია, რომელიც გასაქანს არ აძლევს ოპონენტების უკანონობას და მის მოშორებას ამიტომაც ცდილობენ აქაური რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები.

"სიმართლე რა არის იცით? სიმართლე ის არის, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, ძალიან მძიმეწონოსან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. დავასაბუთო? ახლავე. მთელი ძალისხმევა დიფ სთეითისა და მათი აქაური აგენტურისა მომართულია მის საწინააღმდეგოდ. ყველა წარმოუდგენელი ცრუ ამბის გავრცელებას კადრულობენ კობახიძის წინააღმდეგ. არადა, აქაური აგენტურის მთავარი ამოცანა ხელისუფლების რევოლუციური გზით, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით მოშორება არ არის? არც მალავენ. მაშინ სად არის ლოგიკა, როცა გადადგომისკენ მოუწოდებენ სუსტი პოზიციების გამო? შენ რა, გინდა, მთავრობის სუსტი ხელმძღვანელი გადადგეს და უფრო ძლიერი მოვიდეს რევოლუციისთვის დასაპირისპირებლად? ხომ სისულელეა? ძნელი არ არის მიხვდე, რომ ძალიან ძლიერი ლიდერია მთავრობისა და გასაქანს არ აძლევს მათ უკანონობებს. მის მოშორებას ამიტომაც ლამობენ აქაური რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები. ბებო როგორ გყავთ?" - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი