დიმიტრი ხუნდაძე პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების აკრძალვის შეჩერების შესახებ: „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხს, მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც კარგია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 08 აპრილი 2026, 14:48

„ორი დღის წინ „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა მთავრობის დადგენილების გადახედვას პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის აკრძალვის შეჩერების შესახებ, 4 წლის ვადით.

მისი თქმით, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით ქართული ეკონომიკა შოკურ ეფექტს აიცილებს თავიდან.

„ორი დღის წინ „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხს, რაც გულისხმობდა მთავრობის დადგენილების გადახედვას პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც ძალიან კარგია. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პროდუქცია არ გაუძვირდება და ტვირთად არ დააწვება საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, ასევე მწარმოებლებს და დისტრიბუტორებს ექნებათ ადაპტაციისთვის საჭირო დრო, რათა კარგად მოემზადონ გადაწყვეტილების ამოქმედებისთვის, ეს კი, რა თქმა უნდა, უნდა კარგი საშუალება იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ არ მიიღოს შოკური ეფექტი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კაია კალასი: აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება - უფსკრულიდან უკან გადადგმული ერთი ნაბიჯია
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით
პრემიერი: მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარჯეფექტიანად განხორციელდება, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას
ორმუზის სრუტე იხსნება, მაგრამ გემების მოძრაობა ჯერ არ აღდგენილა
ნეთანიაჰუს ოფისი: ისრაელი აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება, თუმცა ეს ლიბანს არ ეხება
არქივი