გორდულაძე სოფო ხორგუანს: ძალადობა იმ ადამიანისთვისაც უნდა იყოს მიუღებელი, რომელიც პარლამენტის წევრს, საკუთარ შვილებთან ერთად, შეურაცხყოფას აყენებს და როდესაც პასუხისმგებლობაზე საუბრობთ და „საკუთარი თავით აგებთ პასუხს“, მათ შორის ამაზეც უნდა აგოთ, რომ გაჩუმებულები იყავით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 08 აპრილი 2026, 16:07
რაც არის დანაშაული ის უნდა იყოს გამოძიებული მაღალი სტანდარტით და ბოლომდე მიყვანილი, ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია, -  ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ  „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს, სოფო ხორგუანს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა. 

არჩილ გორდულაძემ ძალადობის მიუღებლობასთან დაკავშირებით ასევე გაიხსენა წარსულში მომხდარი ფაქტი, როდესაც პარლამენტის წევრ ქალბატონს, არასრულწლოვან შვილებთან ერთად ოპოზიციის აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს,  რაც რატომღაც არ ყოფილა მიუღებელი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. 

„რაც არის დანაშაული ის უნდა იყოს გამოძიებული მაღალი სტანდარტით და ბოლომდე მიყვანილი და  აქ არის ერთი დიდი წერტილი, ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ქალბატონს თავს ესხმის ვინმე და ქალს შეურაცხყოფას აყენებს, ყველასთვის მიუღებელია, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც უნდა იყოს მიუღებელი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალბატონს, საკუთარ შვილებთან ერთად შეურაცხყოფას აყენებს, კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს წესით და როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ და საკუთარი თავით ვაგებთ პასუხსო ჩვენს სიტყვებზეო, მათ შორის ამაზეც უნდა ვაგოთ, რომ  გაჩუმებულები ვიყავით. გაჩუმებულები,“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი