ცესკოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 08 აპრილი 2026, 18:32
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ “მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

გიორგი კალანდარიშვილი საქველმოქმედო ფონდის დღის ცენტრს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. ისინი ფონდის ბენეფიციარებს შეხვდნენ, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით სააღდგომო ნობათი გადასცეს და დამდეგი აღდგომა მიულოცეს. გიორგი კალანდარიშვილი ცენტრის ბენეფიციარებს, როგორც მომავალ ამომრჩევლებს, არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა და იმ საგანმანათლებლო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის გაძლიერებაზე.

ფონდის ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა და მას ფონდის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები გადასცა.

ამჟამად “მომავლის გზას“ 45 ბენეფიციარი ჰყავს. ფონდის ბენეფიციარები არიან მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“ 25 წელია ფუნქციონირებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მუდმივად ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო და სოციალურ აქციებში. საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას“ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უკვე მეორედ სტუმრობდა. მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციების განხორციელებას ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
არქივი