შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 09 აპრილი 2026, 02:54

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 9 აპრილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იგი აღნიშნავს, ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე.

„ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული.
9 აპრილის ხსენებისას, უპირველესად, ვიხსენებთ 1989 წელს. ვინც იმ წელს მოესწრო, ახსოვს, რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა, როგორ დაითრგუნა გარემო და როგორ იფეთქა საერთო ტკივილმა და ბრაზმა.
თუმცა, ტრაგედიას, ძალიან მალე, სულ ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს, პარლამენტის დღევანდელ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა.
უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით.
მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ჯერზე წამოვდექით. არასოდეს შევეგუეთ მარცხს, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძენით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტკბოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც. ეს არის ჩვენი 35 წლიანი მონაგარი.
ათწლეულებს გადმოწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ “საშიშროება რეალურია”, და ეს სიტყვები დღემდე ექოდ გვესმის. განა დღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება?! ისინი არსად გამქრალან. საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან.
ამავე დროს, დღემდე ისმის და ქუხს სხვა სიტყვებიც, რომ "აღსრულდა ნება ქართველი ერისა".
დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს.
ვინაიდან, არასდროს დადგება დღე, როდესაც არ ვიტყვით ხმამაღლად, მტკიცედ და შეურყევლად:
"გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!", - წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი