დავით ქართველიშვილი: საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში და სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში მაქსიმალური ჰუმანურობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 10 აპრილი 2026, 00:19

9 აპრილის გმირების მემორიალთან დღეს განვითარებულ მოვლენებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში, ისევე როგორც აგორაფობია, სოციოფობია თუ კლაუსტროფობია.

„საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში, ისევე როგორც აგორაფობია, სოციოფობია თუ კლაუსტროფობია. ისევე, როგორც ამ ფსიქიატრიულ გადახრებს, მას უნდა კურნავდნენ სტაციონარულ პირობებში: მედიკამენტოზურად და პალატაში რუსული ფილმების სავალდებულო ჩვენებით. შუალედებში შეიძლება, ცივი წლის აბაზანების გამოყენება.
ჯერჯერობით კი, სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში მაქსიმალური ჰუმანურობით. დარწმუნებული ვარ, ჩემს დანახვაზეც - ფსიქიკურად არამდგრადი რუსოფობი, შეპყრობილივით დაიწყებს ყვირილს „რუსო! რუსო!“. სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე, არ უნდა გავაღიზიანოთ. მე მაგალითად ასეთ შემთხვევაში ვაპირებ მათთან კომუნიკაციის დროს, მხოლოდ რუსულ ენაზე გადავიდე. ვინაიდან მათთან ქართულ ენაზე „თავის მართლებას“ აზრი არა აქვს, ხოლო რუსულის აზრზე არ არიან - 112-ის ეკიპაჟის მოსვლამდე საკუთარი მონოლოგებით დავტკბები მაინც“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი