მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიაზე: გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 11 აპრილი 2026, 16:05

სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა მიმდინარეობს და ორმხრივი დიალოგი აქტიურად განახლდა, საეჭვოდ გააქტიურდნენ ის ძალები, რომლებიც ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიის შესახებ, რომლის თანაავტორიც მისი თქმით, გიორგი კანდელაკია, ხოლო თინა ხიდაშელის ორგანიზაცია სააგენტოს დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებით დაეხმარა.

 მეგრელიშვილის თქმით, მათი მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს.

 „გიორგი კანდელაკი Fox News-ის სტატიის თანაავტორია, რომელიც საქართველოს ირანთან ურთიერთობის გაღრმავებასა და ირანის დახმარებაში ადანაშაულებს, ხოლო თინა ხიდაშელის ორგანიზაცია სააგენტოს დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებით დაეხმარა.

სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა მიმდინარეობს და ორმხრივი დიალოგი აქტიურად განახლდა, საეჭვოდ გააქტიურდნენ ის ძალები, რომლებიც ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ.

მათი მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს.

კანდელაკისა და ხიდაშელის მიერ გავრცელებული ბრალდებები და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ნარატივები შედეგს ვერ გამოიღებს.

მსგავსი იაფფასიანი პროპაგანდით სახელმწიფოს ვერაფერი ავნებს, სამაგიეროდ, ზიანდება თავად მათი რეპუტაცია, რომელიც, ფაქტობრივად, სრულად იშლება და მათ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი ძალების რიგში აყენებს.

საქართველო გააგრძელებს საკუთარ გზას  სუვერენულად, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ყველა მეგობრული პარტნიორის პატივისცემით.

სამწუხაროა, რომ საერთაშორისო მედიის გარკვეული წარმომადგენლები საკუთარი რეპუტაციის ხარჯზე ავრცელებენ გადაუმოწმებელ და დამახინჯებულ ინფორმაციას საქართველოს შესახებ.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად სერიოზულ საინფორმაციო და პოლიტიკურ გამოწვევებთან უწევს გამკლავება ჩვენს ქვეყანას, რათა შეინარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.“- წერს მეგრელიშვილი.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი