ევროკომისიამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოლაპარაკებები უნგრეთის ახალარჩეულ პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიართან. ამის შესახებ ,,ფაინენშელ თაიმსი” წერს.
როგორც წყაროები აღნიშნავენ, ბრიუსელი მადიარისგან ითხოვს უკრაინასთან ურთიერთობის მოწესრიგებას, რუსეთის მიმართ სანქციებზე ვეტოს მოხსნასა და გრძელვადიანი რეფორმების გატარებას.
გარდა ამისა, როგორც მედია წერს, უნგრეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირის დაახლოებით 35 მილიარდი ევრო გაყინულია ბრიუსელთან მთელი რიგი დავებისა და ვიქტორ ორბანის მიერ საჭირო რეფორმების გატარებაზე უარის გამო და როგორც წყარო ამბობს, თუ მადიარი მისთვის წაყენებულ 27 პირობას შეასრულებს, მაშინ ევროკავშირში ამ თანხას განბლოკავენ.
„მას აქვს სრულფასოვანი მანდატი ცვლილებებისთვის და ჩვენ მასთან პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ. განწყობა ასეთია: გავაორმაგოთ მასზე ფსონი. თუ ისინი შეასრულებენ დაპირებებს, ჩვენც შევასრულებთ ჩვენსას”, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად საუბრისას.
ევროკომისია ასევე ელოდება მადიართან და მის გუნდთან მოლაპარაკებების მალე დაწყებას უთანხმოების მოსაგვარებლად უნგრეთის ლტოლვილთა საკითხებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. ამ დავის გამო უნგრეთს ყოველდღიურად ერთი მილიონი ევროს ჯარიმა ეკისრება, გადასახდელი თანხა კი ამ დროისთვის 900 მილიონ ევროს შეადგენს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |